
თელავის რეფერალური ჰოსპიტალი 15 წლიდან ზევით პაციენტებს თირკმლის პათოლოგიების დიაგნოსტიკასა და მართვას სთავაზობს. დიაგნოსტიკისთვის ჰოსპიტალში გამოიყენება ისეთი კვლევები, როგორიცაა:
- ულტრასონოგრაფია;
- ექსკრეტორული უროგრაფია (იოდის შემცველი საკონტრასტო ნივთიერების ინტრავენური შეყვანის შემდეგ, თირკმლების, შარდსაწვეთებისა და შარდის ბუშტის რენტგენოგრაფია);
- კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტით და მის გარეშე;
- ლაბორატორიული კვლევები.
განყოფილებაში ხორციელდება შემდეგი პათოლოგიების მართვა:
- თირკმლის შარდ-კენჭოვანი დაავადებები;
- მწვავე ტუბულო-ინტერსტიციული ნეფრიტი (თირკმლის მილაკებისა და მიმდებარე ქსოვილის ანთება);
- დიაბეტური ნეფროპათია;
- პოდაგრული ნეფროპათია;
- თირკმლის მწვავე უკმარისობა და ქრონიკული დაავადებები;
კლინიკაში მკურნალობა თანამედროვე გაიდლაინებისა და პროტოკოლების მიხედვით ხორციელდება. თირკმლის ქრონიკული პათოლოგიების დროს გამოიყენება ჩანაცვლებითი თერაპია - ჰემოდიალიზი.
აღსანიშნავია, პაციენტის მართვაში მულტიპროფილური გუნდის ჩართულობა. პროცესში ნეფროლოგთან ერთად საჭიროებისამებრ ერთვებიან: რეანიმატოლოგი, თერაპევტი, უროლოგი, რადიოლოგი, გადაუდებელი მედიცინის ექიმი, ზოგადი ქირურგი და ანგიოქირურგი.
თელავის რეფერალური ჰოსპიტლის ნეფროლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი ნეფროლოგი, დარინე მაჭავარიანია, რომელიც ხშირად ესწრება საერთაშორისო კონფერენციებს და ნერგავს მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს.