
თელავის ჰოსპიტალი პაციენტებს 24 საათიან მაღალკვალიფიციურ როგორც გეგმიურ, ასევე გადაუდებელ ნეიროქირურგიულ მომსახურებას სთავაზობს. დიაგნოსტიკისთვის კლინიკაში გამოიყენება ისეთი მაღალტექნოლოგიური კვლევები, როგორიცაა:
- კომპიუტერული ტომოგრაფია;
- რენტგენი;
- ულტრასონოგრაფია.
ნეიროქირურგიულ სამსახურში წარმატებით ხორციელდება თავის ტვინისა და ხერხემლის რიგი პათოლოგიების მკურნალობა თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული მეთოდებით.
ხერხემლის პათოლოგიებიდან ხორციელდება:
- მალთაშა დისკის თიაქრების;
- სპინალური არხის სტენოზის;
- სპონდილოლისთეზის ( ერთი მალის წინგადაადგილება);
- ხერხემლის ტრავმების;
- ზურგის ტვინის სიმსივნისა და ხერხემლის ჰემანგიომის (სისხლძარღვთა სიმსივნე) მართვა.
ყურადღებას იპყრობს ჰოსპიტალში დანერგილი ხერხემლის ჰემანგიომის თანამედროვე მკურნალობის მეთოდი - ვერტებროპლასტიკა ბალონირებით. რომლის დროსაც ხდება ბალონით ხერხემლის მალის შიგნიდან გაბერვა, სისხლძარღვების მიწნეხვა და, შემდგომ, მალის სხეულში ბიოლოგიური ცემენტის შეყვანა.
რაც შეეეხება თავის ტვინის პათოლოგიებს, კლინიკაში ხორციელდება:
- თავის ტვინის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნის ამოკვეთა;
- ჰიდროცეფალიის ( თავის ქალაში მომატებულია თავ-ზურგ-ტვინის სითხის რაოდენობა) მკურნალობა ოპერაციული გზით - ვენტრიკულოსტომია;
- თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიების: ანევრიზმისა და ჰემორაგიული ინსულტის ოპერაციული მკურნალობა;
- ქალა - სარქვლის დეფექტის პლასტიკა თანამედროვე მეთოდით - 3D პრინტერის გამოყენებით, ტიტანის იმპლანტის დამზადება და დეფექტის ადგილას ჩასმა.
ჰოსპიტალი დაკომპლექტებულია მულტიპროფილური ექიმების გუნდით და უზრუნველყოფს პაციენტის მართვაში ყველა საჭირო სპეციალისტის ჩართულობასა და კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევას.
თელავის ჰოსპიტლის ნეიროქირურგიულ მიმართულებას ხელმძღვანელობს ნეიროქირურგი, გაგა ბეგიაშვილი. მას მიღებული აქვს რამდენიმე წლიანი უცხოური გამოცდილება და სწორედ მან დანერგა კლინიკაში ზემოთ ხსენებული თანამედროვე ოპერაციული მიდგომები.