30 მაისი, 2022

სრული ონკოდერმატოლოგიური სერვისი

სრული ონკოდერმატოლოგიური სერვისი

კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი ნებისმიერი ასაკის პაციენტს ონკოდერმატოლოგიური დაავადებების სკრინინგს, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას სთავაზობს. დიაგნოსტიკისთვის კლინიკაში გამოიყენება ისეთი არაინვაზიური გამოკვლევის მეთოდები, როგორიცაა: კანის დათვალიერება შეუიარაღებელი თვალით,  დერმატოსკოპით დათვალიერება, აგრეთვე ტარდება დამატებითი კვლევები:ბიოფსია, კანის ანაფხეკის გამოკვლევა, ლაბ. კვლევები და საჭიროების შემთხვევაში კომპიუტერული ტომოგრაფია.

კლინიკაში ხორციელდება შემდეგი ონკოდერმატოლოგიური დაავადებების მართვა:

  • ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა;
  • ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა;
  • მელანომა;
  • დერმატოფიბროსარკომა და სხვა იშვიათი პათოლოგიები.

ბიოფსიის შედეგად კანის წარმონაქმნის დიფერენცირების შემდეგ, კეთილთვისებიანია ის თუ ავთვისებიანი, ირჩევა შესაბამისი მკურნალობა. ონკოდერმატოლოგიური პათოლოგიების მართვის მიმართულებით ხორციელდება:

  • კეთილთვისებიანი წარმონაქმნის (პაპილომა, ხალი და ა.შ) დესტრუქცია - ელექტროკოაგულაციის მეთოდით (შესაძლო საუკეთესო კოსმეტიკური ეფექტით);
  • ავთვისებიანი წარმონაქმნების  ქირურგიული მკურნალობა და სხივური თერაპია;
  • ავთვისებიანი წარმონაქმნის გენერალიზებული ფორმით მიმდინარეობისას  -კონსერვატიული მკურნალობა, რაც მოიცავს: იმუნოთერაპიას, ტარგეტულ (სამიზნე) თერაპიასა და ქიმიოთერაპიას.

აღსანიშნავია, რომ დაავადებების მართვის პროცესში ჩართულია ჰოსპიტლის მაღალკვალიფიციური, მულტიპროფილური გუნდი - ონკოდერმატოლოგის, სხივური თერაპევტისა და კლინიკური ონკოლოგის სახით.

კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრში თანამედროვე გაიდლაინებისა და პროტოკოლების მიხედვით შემუშავებული მაღალხარისხიანი მკურნალობა ხორციელდება.