13 მაისი, 2021

სრული კარდიოინტერვენციული სერვისი ერთ სივრცეში - თანამდეროვე სტანდარტების შესაბამისი კარდიოინტერვენციის ცენრი ხაშურის ჰოსპიტალში

სრული კარდიოინტერვენციული სერვისი ერთ სივრცეში - თანამდეროვე სტანდარტების შესაბამისი კარდიოინტერვენციის ცენრი ხაშურის ჰოსპიტალში

ჰოსპიტალში გეგმიური და გადაუდებელი სრული კარდიოინტერვენციული მომსახურების მიღება 24საათიან რეჟიმშია შესაძლებელი, როგორც ამბულატორიული ისე სტაციონარული მიმართულებით.მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით დაკომპლექტებული კარდიოინტერვენციული ცენტრი პაციენტებს მკურნალობის თანამედროვე მიდგომებსა და ტექოლოგიებს სთავაზობს.  ცენტრის ერთ-ერთი უპირატესობა, სრული კარდიოინტერვენციული  მომსახურების ერთ სივრცეში მიღების შესაძლებლობაა.

ჰოსპიტალში ხორციელდება ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფია, ჰოლტერის 24 საათიანი ე.კ.გ. მონიტორინგი, დატვირთვის ტესტი (ტრედმილი), რაც კორონარული დაავადებების დროულად გამოვლენის და შესაბამისი მკურნალობის დაგეგვმის საშუალებას იძლევა. ცენტრში ფუნქციონირებს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი კათეტერიზაციის ლაბორატორია, რომელიც შესაბამისი ინვაზიური, დიაგნოსტიკური და ინტერვენციული პროცედურების ჩატარებას უზრუნველყოფს:

 

  • ექოკარდიოგრაფია
  • კორონაროგრაფია
  • სტენტის იმპლანტაცია

 

ხაშურის ჰოსპიტალში კარდიოინტერვენციის ცენტრი 16 საწოლზეა გაშლილი, 4 საწოლი კარდიოინტერვენციული თერაპიის განყოფილებაში, 12 საწოლი - კარდიოთერაპიულ განყოფილებაში. ცენტრში თითოეული პაციენტის მართვა საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით, ინდივიდუალური მიდგომითა და პერსონალური მონიტორინგით ხორციელდება.

 

კარდიოინტერვენციის ცენტრს კარდიოლოგი, კარდიოინტერვენციონისტი ვახტანგ თეთრაძე ხელმძღვანელობს.