02 სექტემბერი, 2022

სრულფასოვანი პედიატრიული მომსახურება დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში

სრულფასოვანი პედიატრიული მომსახურება დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ჰოსპიტალია რეგიონში, რომელიც 0-დან 18 წლამდე ასაკის პაციენტებს სრულფასოვან ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას სთავაზობს და ადგილობრივ მოსახლეობას პედიატრიული მიმართულებით მულტიპროფილურ სერვისებს აწვდის. ერთ სივრცესა და კომფორტულ გარემოში ხორციელდება ბავშვთა და მოზარდთა გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინული, ნერვული, სასუნთქი, საჭმლისმომნელებელი თუ საშარდე სისტემის პათოლოგიების მართვა.

უფრო კონკრეტულად, ჰოსპიტალი ბავშვებსა და მოზარდებს ემსახურება შემდეგი მიმართულებებით:

  • გადაუდებელი მედიცინა;
  • ბავშვთა რეანიმაცია;
  • ბავშვთა ქირურგია;
  • ბავშვთა ამბულატორია;
  • ბავშვთა ნევროლოგია და ნეიროქირურგია;
  • ბავშვთა ნეფროლოგია;
  • ბავშვთა კარდიოლოგია;
  • ბავშვთა ენდოკრინოლოგია;
  • ბავშვთა ალერგოლოგია;
  • ოტორინოლარინგოლოგია;
  • ყბა-სახის ქირურგია;
  • ჰემატოლოგია;
ყველა ეს მიმართულება დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში ცალკეული განყოფილებების სახით ფუნქციონირებს და დაკომპლექტებულია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური მედპერსონალით. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია სრულფასოვანი ამბულატორიული მომსახურება, რომელიც აერთიანებს ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ გამოკვლევებს და ურთულესი პათოლოგიების გამოკვლევის შესაძლებლობას იძლევა.

ერთ-ერთი ყველაზე მძლავრია პედიატრიისა და ბავშვთა კრიტიკული მედიცინის განყოფილება, რომელიც 27 საწოლზეა გაშლილი, თუმცა სრული დატვირთვით მუშაობის შემთხვევაში დაახლოებით ორმაგი რაოდენობის პედიატრიულ პაციენტებს ერთდროულად მართავს. განყოფილება ემსახურება არა მხოლოდ იმერეთის, არამედ - სრულიად დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას. მიმართულებას ჰოსპიტალში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მაკა ლევიძე ხელმძღვანელობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჰოსპიტალი პაციენტებს პერიოდულად და საჭიროებისამებრ სთავაზობს მოწვეული სპეციალისტების, მათ შორის ბავშვთა ინფექციონისტის, ფთიზიატრ-პულმონოლოგისა და ოფთალმოლოგის კონსულტაციებს.