19 ოქტომბერი, 2020

სრულფასოვანი მეან-გინეკოლოგიური მომსახურება და დედათა და ბავშვთა მოვლა დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში

სრულფასოვანი მეან-გინეკოლოგიური მომსახურება და დედათა და ბავშვთა მოვლა დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში
დედათა და ახალშობილთა სპეციალიზებული, მესამე დონის მოვლა და სრული მეან-გინეკოლოგიური სამსახური - დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი რეგიონის მოსახლეობას სრულყოფილ სერვისს სთავაზობს. ევექსი ჰოსპიტლების ერთ-ერთ უმსხვილეს ჰოსპიტალში მაღალი რისკის ორსულების მართვა და მცირე წონის ახალშობილებთა ინტენსიური მოვლაა შესაძლებელი, ექიმების გუნდი კი მაღალკვალიფიციური სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული.

გინეკოლოგიურ მიმართულებას დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში ზურაბ მურღულია ხელმძღვანელობს. 40-წლამდე პროფესიული გამოცდილების მქონე გინეკოლოგს 20 000-მდე სხვადასხვა სირთულის ოპერაცია აქვს ჩატარებული. დეპარტამენტში ხორციელდება ყველა სახის გინეკოლოგიური ოპერაცია ლაპარასკოპიული, ლაპარატომიული და ვაგინალური მეთოდით. ლაპარასკოპიულ ოპერაციებს რამდენიმე წამყვანი სპეციალისტი ახორციელებს, მათ შორის არის ლაპარასკოპისტ-გინეკოლოგი ივანე ფანცულაია, რომელმაც სტაჟირება საფრანგეთში გაიარა. აღსანიშნავია, რომ ყველა სახის გინეკოლოგიური ოპერაცია ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურით ტექნიკურად გამართულ საოპერაციო ბლოკში ხორციელდება.

დედათა და ახალშობილთა მესამე დონის სამსახურს კი მეან-გინეკოლოგი, ოლეგ სინაურიძე ხელმძღვანელობს. განყოფილება 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს ორსულებისა და მშობიარეებისთვის ფიზიოლოგიური და მძიმე გართულებების მაღალსპეციალიზებულ სამედიცინო მომსახურებას, სამეანო და ნეონატალურ მოვლას, კრიტიკული მდგომარეობების მართვას და ა.შ. ასევე, დედათა და ბავშვთა სამსახურში 20-საწოლია გაშლილი ნეონატალური მოვლისთვის, კლინიკა კი პაციენტებს სრულყოფილ ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკურ გამოკვლევებს სთავაზობს.