21 ივლისი, 2022

სისხლძარღვთა ქირურგიის მძლავრი სამსახური ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში

სისხლძარღვთა ქირურგიის მძლავრი სამსახური ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში
ანგიოქირურგია, იგივე სისხლძარღვთა ქირურგია ერთ-ერთი ის მძლავრი მიმართულებაა, რომელსაც ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი პაციენტებს, რეგიონიდან გაუსვლელად სთავაზობს. ჰოსპიტალში ხელმისაწვდომია სრულფასოვანი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება.

ამბულატორიული მიმართულებით ჰოსპიტალში ტარდება ყველა სახის ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები. მათ შორის - კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. სტაცინარული თვალსაზრისით კი ხორციელდება პაციენტების მიღება როგორც გეგმიურ, ისე ურგენტულ რეჟიმში.

ჰოსპიტალში მკურნალობის თანამედროვე მეთოდებია დანერგილი. ოპერაციები ტარდება როგორც ღია წესით, ასევე ენდოვასკულარული მეთოდით, რასაც დღეს ეგრეთ წოდებულ „უსისხლო ოპერაციებს“ უწოდებენ. მინი ინვაზიური ჩარევით კეთდება ისეთი ოპერაციები, როგორიცაა: საძილე არტერიების სტენტირება, პერიფერიული სისხლძარღვების სტენტირება, მუცლის/გულმკერდის ანევრიზმების მკურნალობა და სხვა. ასევე, რთული ქირურგიული ჩარევები ხორციელდება მაგისტრალურ და პერიფერიულ სისხლძარღვებზე, ვენებზე, ექსტრაკრანიალურ სისხლძარღვებზე, იგივე საძილე არტერიებზე და ა.შ.

ამ მხრივ, ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექიმების გუნდი დასავლური საერთაშორისო გაიდლაინებითა და პროტოკოლებით მუშაობს. განყოფილებას ანგიოქირურგი პაატა მეშველიანი ხელმძღვანელობს.