02 სექტემბერი, 2021

სისხლძარღვთა ქირურგია - ურთულესი ანგიოქირურგიული ოპერაციები დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში

სისხლძარღვთა ქირურგია - ურთულესი ანგიოქირურგიული ოპერაციები დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ანგიოქირურგიული სამსახური პაციენტებს სრულფასოვან, თანამედროვე სერვისსსთავაზობს. ამ მიმართულებით ჰოსპიტალში ხელმისაწვდომია სრულფასოვანი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება. ტარდება ლაბორატორიული, ინსტრუმენტული და მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები, მკურნალობა კი საჭიროების მიხედვით, კონსერვატიული ან ქირურგიული მეთოდით იგეგმება.

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში დანერგილია და წარმატებით ხორციელდება ოპერაციები როგორც ღია, ასევე - ენდოვასკულური მეთოდით აორტაზე, მაგისტრალურ და პერიფერიულ სისხლძარღვებზე, ვენებზე, ექსტრაკრანიალურ სისხლძარღვებზე (საძილე არტერიებზე) და სხვა. რთულ ანგიოქირურგიულ ოპერაციებს ატარებს გამოცდილი სპეციალისტი, დავით კოვზირიძე, რომელიც ჰოსპიტალში სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულებას ხელმძღვანელობს.

დავით კოვზირიძემ ეგნატე ფიფიას სახელობის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი დაამთავრა. დიპლომისშემდგომი სწავლება მან სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულებით განაგრძო. კვალიფიკაცია კი გერმანიის სხვადასხვა წამყვან კლინიკაში (LMU; MHH) აიმაღლა. ევექსი ჰოსპიტლების გუნდს ის 2005 წლიდან შეუერთდა. ამჟამად, დავით კოვზირიძე დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში ხელმძღვანელობს ანგიოქირურგიის მიმართულებას, რომელიც პაციენტებს  ყოველ სამუშაო დღეს იღებს.

სისხლძარღვთა პათოლოგიების, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა დაავადების ადრეული გამოვლენა და სათანადო მკურნალობის დროული დაწყება სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების გარანტია. ნებისმიერი ჩივილის შემთხვევაში ექიმთან ჩასაწერად დარეკეთ ნომერზე 2 55 55 00 და დაგეგმეთ ვიზიტი სპეციალისტთან.