56 წლის მამაკაცს შუასაყრის სიმსივნე 10 წლის წინ დაუდგინდა. ქიმიოთერაპიის სრული კურსისა და საზღვარგარეთ ჩატარებული რადიოქირურგიული მკურნალობის შემდეგ გარკვეული პერიოდი მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, თუმცა დაახლოებით ერთი თვის წინ პაციენტს მეორადად გენერელიზებული ტონურ-კლონური კრუნჩხვა განუვითარდა, მარცხენა კიდურებში ძალა დაუქვეითდა და გადაადგილების უნარი წაერთვა.
მრტ კვლევამ თავის ტვინის ღრმად მდებარე მოცულობითი ახალწარმონაქმნი გამოავლინა კორძიანი სხეულისა და სემიოვალური ცენტრის მიდამოში, მარჯვნივ. მიუხედავად სიმსივნის თავის ტვინის ღრმა სტრუქტურებში გავრცელებისა, პაციენტის მდგომარეობისა და მკურნალობის ისტორიის გათვალისწინებით გადაწყდა ქირურგიული ჩარევა სიმსივნის ამოკვეთის მიზნით.
ოპერაციისშემდგომი ნევროლოგიური დეფიციტის პრევენციის მიზნით ქირურგიული ჩარევა ინტრაოპერაციული ექოსკოპიისა და ელექტროფიზიოლოგიური მონიტორინგის ფონზე განხორციელდა. ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა და მოხერხდა სიმსივნის სრული ამოკვეთა. პაციენტი კლინიკიდან დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა.