31 მაისი, 2021

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორია კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრში

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორია კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრში

კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრის ბაზაზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მულტიფუნქციური - იმერეთის რეფერალური ლაბორატორია ფუნქციონირებს. მისი სანდოობა სამედიცინო ცენტრისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ლაბორატორიას გერმანიის ბიოანალიტიკის რეფერენს-ინსტიტუტისგან (THE REFERENCE INSTITUTE FOR BIOANALYTICS) ხარისხის გარე კონტროლის უმაღლესი შეფასება აქვს მიღებული, რაც ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების სანდოობას უსვამს ხაზს.


აღსანიშნავია, რომ კონტროლის გარე ხარისხის სისტემის საშუალებით შემოწმება რეგულარულად ხორციელდება, წელიწადში ორჯერ 100-მდე დასახელების კვლევის შედეგები იგზავნება და შემოწმების საფუძველზე შესაბამის სერთიფიკატს იღებს, მოწმდება როგორც ლაბორატორიული სამედიცინო აპარატურა, ასევე - გამოყენებული რეაქტივების ხარისხი და სამედიცინო პერსონალის მომზადების დონე.  იმერეთის რეფერალური ლაბორატორია ISO 9001 ხარისხის მართვის სისტემის სერთიფიკატის მფლობელია და ნებისმიერი ტიპის კვლევა სტანდარტის ფარგლებში დამტკიცებული პროტოკოლით ხორციელდება.

ლაბორატორიის ძლიერ მხარეს საერთაშორისო გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური სამედიცინო პროფესიონალები და ულტრათანამედროვე, სრულად ავტომატიზირებული სამედიცინო აპარატურა წარმოადგენს, სადაც დღის განმავლობაში 1200-დან 1500-მდე ლაბორატორიული ტესტი კეთდება.

ლაბორატორიის ძირითადი მიმართულებებია:

  • ჰემატოლოგია
  • ბიოქიმია
  • იმუნოლოგია-სეროლოგია
  •  ჰემოსტაზი


იმერეთის რეფერალურ ლაბორატორიას ექიმი-ციტოლოგი მაკა დახუნდარიძე ხელმძღვანელობს.

აღსანიშნავია, ქუთაისის რეფერალური ლაბორატორიის საგანმანათლებლო მიმართულება. ლაბორატორია უწყვეტი განათლების ბაზაა, ის 2010 წლიდან ჩართულია სარეზიდენტო პროგრამაში, სადაც რეზიდენტები სწავლების კურსს ლაბორატორიული მედიცინის 6 მოდულში გადიან.