18 მარტი, 2020

როგორ უნდა დავიცვათ ახალი კორონავირუსისგან ბავშვები?

როგორ უნდა დავიცვათ ახალი კორონავირუსისგან ბავშვები?
  • აუცილებელია სწორი საკვები პროდუქტების შერჩევა პატარებისთვის. დღის რაციონში თერმულად სწორად დამუშავებული საკვები უნდა შედიოდეს, რადგან ბავშვების საჭმლის მომნელებელი სისტემა უფრო მგრძნობიარეა. თავი აარიდეთ მალფუჭებადი პროდუქტების გამოყენებას და მოამზადეთ ახალი საკვები ყოველდღიურად. პროდუქტების მომარაგება გამოსავალი არ არის.
  • კურორტებისა და ხალხმრავალი ადგილების ნაცვლად, წაიყვანეთ ბავშვები აგარაკებსა და სოფლებში. თვალ-ყური ადევნეთ ამინდის პროგნოზს და მოარიდეთ პატარები ქარში სეირნობას. დაიცავით ჯერადობრივი შუალედი, რათა ბავშვების ორგანიზმმა მზისა და ჰაერის აბაზანები სწორად მიიღოს. ნახევარსაათიანი გასეირნება დილით, შუადღეს და საღამოს სავსებით საკმარისია.
  • თავი აარიდეთ ისეთ დახურულ სივრცეებს, როგორიცაა საცურაო აუზი, სპორტული და გამაჯანსაღებელი ცენტრები და სხვა. პატარებთან ერთად დაკავდით სპორტული აქტივობებით ღია სივრცეში, სპორტულ მოედნებზე.
  • გამოიყენეთ სადეზინფექციო ხსნარი ან გამდინარე წყალი საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში არსებული სათამაშო ინვენტარის გასასუფთავებლად. თვალ-ყური ადევნეთ თქვენს შვილებს, არ ჩაიდონ პირში დაბინძურებული ნივთები და რეგულარულად წმინდეთ მათი სათამაშოები.


თემურ მიქელაძე - მედიცინის დოქტორი;

"კავკასიის მედიცინის ცენტრის" პედიატრიული სამსახურის ხელმძღვანელი