21 ივლისი, 2022

რჩევები რევმატოლოგ რუსუდან ბიბილაშვილისგან

რჩევები რევმატოლოგ რუსუდან ბიბილაშვილისგან

რა სიმპტომებით უნდა ამოვიცნოთ ართრიტი ანუ სახსრებში ანთება ?

  • მუდმივი ტკივილი სახსარში, 
  • მგრძნობელობის მომატება ანთების ნიშნები: შეშუპება, შებოჭილობა, სიწითლე
  • სახსრების დეფორმაცია,
  • დაღლილობა
  • ენერგიის დეფციტი
  • მოძრაობის დიაპაზონის და სიფართის შემცირება

 

რისკ -ფაქტორები,  რომლებიც იწვევენ ართრიტს:

  • მოწევა
  • ჭარბი წონა
  • გენეტიკური განწყობა
  • სტრესი
  • ცხოვრების წესი
  • გარკვეული პროფესიები, რომლებიც იწვევენ სახრის გადატვირთვას და დაზიანებას.
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა
  • ამინდის ცვალებადობა გარკვეული ხარისხით გავლენას ახდენს სახსრების     ტკივილზე, განსაკუთრებით ცივი და ნესტიანი ამინდი.

 

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ !

  ყველაზე გავრცელებული ართრიტის ფორმები და მათი ძირითადი მახასიათებლებია:

  1. რევმატოიდული არტრიტი - ხასიათდება ხელის მტევნისა და ტერფის სახსრების სიმეტრიული დაზიანებით: ახასიათებს დილის შებოჭილობა, ძალის დაქვეითება კიდურებში. 
  2. ფსორიაზული არტრიტი - კანის და სახსრების დაზიანება იწყება თითქმის ერდროულად. მას არ ახასიათებს სიმეტრიული დაზიანება, დაავადებულთა 5 % კი აღენიშნება სპონდილოართრიტი (ხერხემლის სვეტის ანთება)
  3. პოდაგრა - ხშირია მამაკაცებში , ქალთა პოპულაციაში, ძირითადადა იწყება მენოპაუზის შემდეგ . ახასათებს პერიოდული ტკივილი სახრებში, რომელიც უხშირესად იწყება ტერფის  პირველი თითის ტკივილით   და შემდეგ პროცესი სხვა სახსრებზეც ვრცელდება.