
- როგორ უნდა ვიკვებოთ რომ არ დავაზიანოთ კუჭ-ნაწლავის სისტემა?
ვიკვებოთ მცირე ულუფებით დღეში 4-5ჯერ ძილისწინ ბოლო კვების მიღება უნდა იყოს 2-3 სთ ადრე არ მივირთვათ ხშირად ფასტფუდი, შებოლილი, ცომიანი, შემწვარი ან ძალიან მწარე საკვები, ტკბილი გაზიანი სასმელები დღის განმავლობაში მივიღოთ 2 ლ წყალი ყოველდღიურ რაციონში ჩავრთოთ წვნიანი, ფაფები..
- როდის უნდა მიმართოთ გასტროენტეროლოგს?
თუ გაქვთ დილაობით ცუდი გემო პირის ღრუში, გულისრევის შეგრძნება; ტკივილი კუჭის არეში რომელიც არის უზმოდ ან ჭამის შემდეგ; შებერილობა, ბოყინი; მოუწესრიგებელი კუჭის მოწმედება.
- რამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭის ტკივილი?
ყოველდღიური არასწორი, არაბალანსირებული კვების რაციონი; ჰელიკობაქტერ პილორის არსებობა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში; ალკოჰოლური სასმელების, სიგარეტის ჭარბი მოხმარება; სტრესული სიტუაცია , განსაზღვრული კატეგორიის წამლების უკონტროლო მიღება;