დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ნეიროქირურგიული განყოფილება მრავალპროფილურია და რეგიონის მოსახლეობას მოზრდილთა და ბავშვთა მომსახურებას 24-საათიან რეჟიმში, ერთ სივრცეში სთავაზობს. აღნიშნული მიმართულებით ჰოსპიტალში ხელმისაწვდომია როგორც ნეიროვასკულური და ენდოვასკულური ქირურგია, ასევე - ნეიროონკოლოგია, ნეიროტრავმა და პედიატრიული თუ სპინალური ქირურგია. გარდა ამისა, კლინიკაში ფუნქციონირებს სპეციალიზებული ნეირორეანიმაციული განყოფილება, რომელიც 12 საწოლზეა გაშლილი.
ჰოსპიტალში აქტიურად ხორციელდება თავისა და ზურგის ტვინისა და ქალა-ფუძის სიმსივნეების ქირურგია, ხერხემლის სვეტის დეგენერაციული დაავადებების, ტკივილის სინდრომების, სამწვერა ნევრალგიისა და ინსულტის ქირურგიული მკურნალობა და სხვა. ჰოსპიტალი აღჭურვილია ნეიროქირურგიული თუ ნეიროკათეტერული ლაბორატორიის საოპერაციო ბლოკითა და მაღალტექნოლოგიური ამბულატორიული აპარატურით (კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ინტრაოპერაციული რენტგენოსკოპია და სხვა).
ნერიოქირურგიულ მიმართულებას დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში ევროპის ნეიროქირურგთა ასოციაციის წევრი, იაკობ ცერცვაძე ხელმძღვანელობს. მან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა და რეზიდენტურა ჯერ პირველ ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ნეიროქირურგიის მიმართულებით, შემდეგ კი თურქეთის ქალაქ სამსუნის 19 მაისის საუნივერსიტეტო კლინიკის ნეიროქირურგიულ განყოფილებაში გაიარა. მოგვიანებით კვალიფიკაცია დასავლეთის ქვეყნებში, მათ შორის აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში აიმაღლა.
საქართველოში მისი პროფესიული მოღვაწეობა 2007 წლიდან იწყება. ევექსის ჰოსპიტალურ ქსელს ის 2012 წლიდან შეუერთდა. ამჟამად იაკობ ცერცვაძე დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში ნეიროქირურგიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს და აქტიურ მონაწილეობას იღებს ქსელის ნევროლოგია/ნეიროქირურგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოში. გარდა ამისა, ის პედიატრიული ნეიროქირურგიის საერთაშორისო საზოგადოებისა და ევროპის ნეიროქირურგთა ასოციაციის წევრია.