28 ივნისი, 2022

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის ტრავმატოლოგია-ორთოპედიის სამსახური

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის ტრავმატოლოგია-ორთოპედიის  სამსახური

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის ტრავმატოლოგიური სამსახური 15 წლიდან ასაკის პაციენტებს 24 საათიან როგორც გეგმიურსა და გადაუდებელ სტაციონარულ, ისე ამბულატორიულ მომსახურებას სთავაზობს. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ტრავმული დაზიანებების სადიაგნოსტიკოდ კლინიკაში გამოიყენება ისეთი მაღალტექნოლოგიური კვლევები, როგორიცაა:

  • კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • დოპლეროგრაფია;
  • რენტგენოგრაფია;
  • ულტრასონოგრაფია.

განყოფილებაში ხორციელდება შემდეგი ტრავმატოლოგიური და ორთოპედიული პათოლოგიების მართვა:

  • ყველა სახის ღია და დახურული ტიპის მოტეხილობები და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის სხვა დაზიანებები;
  • ძვალ-სახსროვანი სისტემის ქრონიკული პათოლოგიები;
  • პოლიტრავმული დაზიანებები;
  • ძვალ-სახსროვანი სისტემის პათოლოგიური დაავადებები (რბილი და ძვლოვანი ქსოვილების სიმსივნური წარმონაქმნები და ა.შ.)

ტრავმატოლოგიურ სამსახურში ხორციელდება თანამედროვე გაიდლაინებით გათვალისწინებული როგორც კონსერვატიული, ისე ქირურგიული მკურნალობა, რომელიც მოიცავს ფართო სპექტრის ტრავმატოლოგიურსა და ორთოპედიულ ოპერაციებს:

  • ოსტეოსინთეზის (ძვლის ფრაგმენტების შეერთება) ყველა სახეობა: ოსტეოსინთეზი მინი ინვაზიური ჩარევით, ფირფიტებით, ინტრამედულური ღეროებითა და ნავიგაციის გამოყენებით ;
  • ინტრა და ექსტრაოსალური (ლათ. Os -ძვალი) ფიქსაცია;
  • ტერფისა და მტევნის ტრავმებისა და დეფორმაციების ქირურგიული მკურნალობა;
  • ძვალ-სახსროვანი სისტემის ინფექციური დაავადებების ქირურგიული მკურნალობა;
  • მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრის ენდოპროთეზირება - თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური იმპლანტებით;
  • ჩარევები კუნთ-მყესოვან სეგმენტზე, მათ შორის: მყესების პლასტიკური დაგრძელება, მიო და ტენორაფია (გაგლეჯილი კუნთისა და მყესის აღდგენა)
  • მენჯის ტრავმულ დაზიანებათა მკურნალობა.
  • კოჭ-წვივისა და სხვა წვრილი თუ მსხვილი სახსრების ართროდეზი (სახსრის უძრაობაში მოყვანის ოპერაცია).

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის ტრავმატოლოგია-ორთოპედიის სამსახურის მაღალკვალიფიციურ გუნდს ხელმძღვანელობს ტრავმატოლოგ-ორთოპედი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი გიორგი გაბუნია.