14 ნოემბერი, 2022

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის თერაპიული სამსახური

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის თერაპიული სამსახური

ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში ფუნქციონირებს მძლავრი თერაპიული სამსახური, რომელიც პაციენტებს სრულ სამედიცინო სერვისს სთავაზობს.

თერაპიული განყოფილება მოიცავს ინტენსიურ თერაპიასა და საპალატე სისტემას. განყოფილებაში ხორციელდება ყველა სახის თერაპიული დაავადების დიაგნოსტირება და მკურნალობა, როგორიცაა პნევმონია, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავდება, ანემია, თრომბოემბოლია, ღვიძლისა და თირკმლის მწვავე უკმარისობა და სხვა.

პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია შემდეგი კვლევები:

  • კომპიუტერული სპირომეტრია;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • ექოსკოპია, რენტგენოსკოპია;
  • რენტგენოგრაფია;
  • ენდოსკოპია - გასტროსკოპია;
  • ბრონქოსკოპია;
  • ლაბორატორიული კვლევები.


ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის თერაპიული სამსახური, რომელსაც პულმონოლოგი, ფთიზიატრი, ინფექციონისტი - ინდირა კოპალეიშვილი ხელმძღვანელობს, დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ექიმებით:

  • დავით ჯუღელი - თერაპევტი, გასტროენტეროლოგი;
  • ნანა გოგორელიანი - თერაპევტი, ტოქსიკოლოგი, ემერჯენსოლოგი;
  • მარინე მესხორაძე - თერაპევტი;
  • მირანდა ჭულუხაძე - თერაპევტი, ოჯახის ექიმი;
  • ქეთევან მაჩიტიძე - თერაპევტი, ოჯახის ექიმი;
  • ირმა შავგულიძე - თერაპევტი.