11 ნოემბერი, 2022

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის ორთოპედიული სამსახური

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის ორთოპედიული სამსახური

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის ორთოპედიული სამსახური, ბავშვებს და მოზრდილებს,  24 საათიან როგორც გეგმიურ სტაციონარულ,  ასევე ამბულატორიულ მომსახურებას სთავაზობს.

 

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ორთოპედიული პათოლოგიების სადიაგნოსტიკოდ კლინიკაში გამოიყენება ისეთი მაღალტექნოლოგიური კვლევები, როგორიცაა:

  • კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • დოპლეროგრაფია;
  • რენტგენოგრაფია;
  • ულტრასონოგრაფია.

 

განყოფილებაში ხორციელდება შემდეგი სახის ორთოპედიული პათოლოგიების მართვა:

  • ძვალ-სახსროვანი სისტემის თანდაყოლილი და შეძენილი პათოლოგიები (მენჯ -ბარძაყის სახსრის დისპლაზია, სქოლიოზი, ბრტყელტერფიანობა, ოსტეოქონდროპათიები და სხვ);
  • ძვალ-სახსროვანი სისტემის პათოლოგიური დაავადებები (რბილი და ძვლოვანი ქსოვილების სიმსივნური წარმონაქმნები, ბეიკერის კისტა და ა.შ.).

 

სამსახურში ხორციელდება თანამედროვე გაიდლაინებით გათვალისწინებული როგორც კონსერვატიული, ისე ქირურგიული მკურნალობა, რომელიც მოიცავს ფართო სპექტრის ორთოპედიულ ოპერაციებს:

  • ტერფისა და მტევნის დეფორმაციების ქირურგიული მკურნალობა;
  • ძვალ-სახსროვანი სისტემის ინფექციური დაავადებების ქირურგიული მკურნალობა;
  • მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრის ენდოპროთეზირება (პირველადი და რევიზიული) - თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური იმპლანტებით;
  • ჩარევები კუნთ-მყესოვან სეგმენტზე, მათ შორის: მყესების პლასტიკური დაგრძელება, მიო და ტენოგრაფია (გაგლეჯილი კუნთისა და მყესის აღდგენა);
  • კოჭ-წვივისა და სხვა წვრილი თუ მსხვილი სახსრების ართროდეზი (სახსრის უძრაობაში მოყვანის ოპერაცია);
  • Hallus valgus -ის ოპერაციული კორეგირება;
  • პერიპროტეზული მოტეხილობების მართვა;
  • პოსტოპერაციული ნარჩენი დეფორმაციების კორექცია.

 

ორთოპედიულ მიმართულებას, რომელსაც გერონტი არსენიძე და ზურაბ ჩხობაძე წარმოადგენენ,  ექიმი - ორთოპედი შოთა ირემაძე ხელმძღვანელობს.