29 ივნისი, 2021

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი პაციენტს სხვადასხვა სირთულის ორთოპედიულ და ტრავმატოლოგიური სერვისს სთავაზობს

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი  პაციენტს  სხვადასხვა სირთულის ორთოპედიულ და ტრავმატოლოგიური სერვისს სთავაზობს
ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი „ევექსი ჰოსპიტლების“ ქსელში შემავალი 150 საწოლიანი ჰოსპიტალია, სადაც ტრავმატოლოგია - ორთოპედიის მიმართულება განსაკუთრებით არის განვითარებული და ნებისმიერი ასაკის პაციენტებს 24 საათის განმავლობაში მიეწოდებათ, როგორც გადაუდებელი ასევე გეგმიური მომსახურება.

განყოფილებას ხელმძღვანელობს ცნობილი ორთოპედ- ტრავმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, პროფესორი გიორგი გაბუნია.

განყოფილება მაღალტექნოლოგიური საოპერაციო დარბაზითა და ულტრათანამედროვე ტექნიკით არის აღჭურვილი, სადაც შესაძლებელია ნებისმიერი სირთულის ტრავმული პაციენტის მართვა.
განყოფილება აერთიანებს ტრამატოლოგია ორთოპედიის დარგის თითქმის ყველა მიმართულებას:
  • მწვავე ტრავმატოლოგია ;
  • მენჯის მოტეხილობის ქირურგიას;
  • მტევნისა და ტერფის ქირურგია;
  • მსხვილი სახსრების პროტეზირება;
  • ძვალ-სახსროვანი სისტემის ჩირქოვანი ქირურგია.
ყველა პაციენტისთვის უნდა იყოს ცნობილი, რომ მას ემსახურება მედიკოსთა მაღალპროფესიონალი გუნდი, სადაც ნებისმიერი ტრავმის მიღებისას მას თანამედროვე მეთოდით მკურნალობენ.
ტრავმატოლოგიურ - ორთოპედიულ განყოფილებაში სრულყოფილად სრულდება მოტეხილობის ყველა ტიპის ოსტეოსინთეზი, ინრამედულარული ღეროთი თუ ფირფიტით, გამოიყენება დახურული და ღია მეთოდები, სტანდარტული და MIPO ტექნიკის გამოყენებით.

განყოფილებაში ამ დროის განმავლობაში შესრულებულია 1360 ინტრამედულარული ოსტეოსინთეზი და 350 MIPO ტექნიკით შესრულებული ჩარევა. მუდმივად ინერგება სიახლეები და ახალი მეთოდები, როგორც რეგიონის ესევე ქვეყანის მასშტაბით.

2015 წელს საქართველოში პირველად, ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის ტრავმატოლოგიურ - ორთოპედიულ განყოფილებაში შესრულდა და შემდეგ დაინერგა მენჯის ძვლების მოტეხილობის ოპერაციული მკურნალობა და დღემდე ერთადერთი კლინიკაა საქართველოში, სადაც კეთდება მენჯის მოტეხილობის მკურნალობისთვის საჭირო ქირურგიული ჩარევების სრული სპექტრი.
  • ჰოსპიტალის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა მცირედინვაზიური ქირურგიიის განვითარება.
  • 2018-2019 წელს დაინერგა მენჯის ქირურგიის მინიინვაზიური ოპერაციული ჩარევები, რამაც პაციენტებში შეამცირა ტრავმატიზაცია და სისხლდანაკარგი. რაც გულისხმობს, იმას რომ თუ ღია მენჯის ქირურგიული ოპერაციის მიმდინარეობისას განაკვეთის სიგრძე მერყეობს 17-25 სმ და ხშირ შემთხვევაში გამოიყენება რამდენიმე განაკვეთი, ინტრაოპერაციული სისხლის დანაკარგი კი მერყეობს 500-1500 მლ-მდე, მინიინვაზიური ჩარევის დროს კი, განაკვეთის სიგრძე 1-1,5 სმ საკმარისი, ინტრაოპერაციული სისხლდანკარგი პროაქტიკულად არ არის.
  • 2019 წლიდან დაინერგა მენჯ-ბარძაყის მინი ინვაზიური ენდოპროტეზირება, რაც გულისხმობს სტანდარტული 12-17 სმ. განაკვეთის ნაცვლად 6-8 სმ მინი განაკვეთს. მინი განაკვეთი გულისხმობს, ნაკლებ სისხლდანაკარგს, ნაკლებ დახარჯულ დროს ოპერაციის დროს, ქსოვილის ნაკლებ დაზიანებას, სწრაფ რეაბილიტაციას და მცირე ზომის კანის ნაწიბურს.
  • განყოფილების ექიმები მუდმივად გადიან გადამზადების კურსს და მუდმივად იღრმავებენ პროფესიულ ცოდნას უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში.