15 მაისი, 2023

ქობულეთის ჰოსპიტლის განახლებული სამეანო-გინეკოლოგიური სამსახური

ქობულეთის ჰოსპიტლის განახლებული სამეანო-გინეკოლოგიური სამსახური

ქობულეთის ჰოსპიტლის განახლებული სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილება პაციენტებს პერინატალური (ორსულობის, მშრობიარობისა და ლოგინობის ხანის პერიოდი) მოვლის მე-2 დონის სამეანო სერვისსა და მაღალკვალიფიციურ გინეკოლოგიურ მომსახურებას სთავაზობს. დიაგნოსტიკისთვის კლინიკაში გამოიყენება ისეთი გამოკვლევის მეთოდები, როგორიცაა:

  • ულტრასონოგრაფია;
  • კარდიოტოკოგრაფია;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია.

გინეკოლოგიური მიმართულებით, საერთაშორისო გაიდლაინებისა და პროტოკოლების მიხედვით, ხორციელდება შემდეგი პათოლოგიების ღია ქირურგიული წესით მართვა:

  • საკვერცხის კისტის ამოკვეთა;
  • გარე ორსულობის ოპერაციული მკურნალობა;
  • საშვილოსნოს მიომის ოპერაციული მკურნალობა;
  • საშოს პლასტიკა და ა.შ

ყურადღებას იპყრობს ჰოსპიტლის მულტიპროფილური ექიმების გუნდი, რომელიც პაციენტის მართვაში საჭირო სპეციალისტების ჩართულობას უზურნველყოფს - ქირურგის, ანესთეზიოლოგის, ნეფროლოგის, კარდიოლოგის, ნევროლოგისა და ინფექციონისტის სახით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჰოსპიტალში ფუნქციონირებს სისხლის ბანკი.

ქობულეთის ჰოსპიტლის სამეანო-გინეკოლოგიური სამსახური დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდით, რომელიც ხშირად ესწრება საერთაშორისო კონფერენციებს და ეცნობა მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს. განყოფილებას კი სფეროში მოღვაწეობის 30 წლიანი გამოცდილების მქონე მეან-გინეკოლოგი, გურამ ჩანტლაძე ხელმძღვანელობს.