01 მაისი, 2020

ქირურგებმა ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია წარმატებით ჩაატარეს

ქირურგებმა ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია წარმატებით ჩაატარეს
ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლისა და ივ. ბოკერიას ჰოსპიტლის ქირურგებმა ღვიძლის ტრანსპლანტაციის მორიგი ოპერაცია წარმატებით ჩაატარეს.

ექიმები 64 წლის ქალს ოპერაციისთვის 2 თვის განმავლობაში ამზადებდნენ. პაციენტის დონორი საკუთარი ქალიშვილი იყო. განხორციელდა ღვიძლის მარჯვენა წილის გადანერგვა. ოპერაცია 10 საათისა და 30 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქირურგიული მანიპულაციის პროცესი გართულებების გარეშე ჩატარდა და დამაკმაყოფილებელია პოსტოპერაციული პერიოდიც. პაციენტი ამჟამად პალატაშია მოთავსებული და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აღსანიშნავია, რომ ღვიძლის რიგით 48-ე ტრანსპლანტაცია ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ორი ძლიერი გუნდის გაერთიანებით განხორციელდა. გადანერგვის ჩასატარებლად კახაბერ ქაშიბაძის ხელმძღვანელობით მოქმედ ადგილობრივ გუნდს ივ. ბოკერიას ჰოსპიტლის ტრანსპლანტოლოგიის ცენტრის ქირურგები კობა შანავას მეთაურობით თბილისიდან შეუერთდნენ.