
ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლის პედიატრიული მიმართულება 0-დან 18 წლამდე ასაკის პაციენტებს თერაპიული პათოლოგიების მართვასა და გადაუდებელ ამბულატორიულ მომსახურებას სთავაზობს. დიაგნოსტიკისთვის ჰოსპიტალში გამოიყენება ისეთი ტექნოლოგიური კვლევები, როგორიცაა:
- ულტრასონოგრაფია;
- რენტგენოგრაფია;
- კომპიუტერული ტომოგრაფია;
- კლინიკო-ლაბორატორიული ტესტები.
ჰოსპიტალში ხორციელდება ბავშვთა და მოზარდთა შემდეგი პათოლოგიების მართვა:
- სასუნთქი გზების დაავადებები (პნევმონიები, ბრონქიტები და ა.შ);
- ინფექციური დაავადებები, საშარდე გზების ინფექციები - 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში;
- ნევროლოგიური დარღვევები;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები;
- დერმატოლოგიური პრობლემები;
- ტრავმების პირველადი მართვა და ა.შ
კლინიკაში მკურნალობა თანამედროვე გაიდლაინებისა და პროტოკოლების მიხედვით ხორციელდება. აგრეთვე, პაციენტის მართვაში საჭიროებისამებრ ერთვება მულტიპროფილური გუნდი: პედიატრის, ნევროლოგის, ქირურგის, ინფექციონისტის, ოტორინოლარინგოლოგისა (ყელ-ყურ-ცხვირის ექ.) და გადაუდებელი მედიცინის ექიმის სახით.
ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლის პედიატრიულ სამსახურს ხელმძღვანელობს პედიატრი, ინფექციონისტი და გადაუდებელი მედიცინის ექიმი, ნესტან უშხვანი.