
ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში განახლდა ოტორინოლარინგოლოგიური სამსახური, რომელიც ნებისმიერი ასაკის პაციენტს ყელ-ყურ-ცხვირის პათოლოგიების მაღალტექნოლოგიურ დიაგნოსტიკასა და თანამედროვე მეთოდებით, როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ მკურნალობას სთავაზობს.
დიაგნოსტიკისთვის განყოფილებაში გამოიყენება ისეთი გამოკვლევის მეთოდები, როგორიცაა:
- ენდოსკოპიური რევიზია ( როგორც ცხვირ-ხახის, ასევე ხორხის );
- კომპიუტერული ტომოგრაფია;
- საჭიროების შემთხვევაში - მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
- რენტგენი.
ოტორინოლარინგოლოგიის სამსახურში ხორციელდება, თანამედროვე გაიდლაინების მიხედვით შემუშავებული, შემდეგი პათოლოგიების, როგორც კონსერვატიული, ისე ქირურგიული მკურნალობა:
- მწვავე ოტიტი;
- მწვავე ტონზილიტი;
- მწვავე ლარინგიტი;
- მწვავე სინუსიტი;
- მწვავე სისხლდენები;
- უცხო სხეულები ( ცხვირში, ყურში, ხახასა და ხორხში ).
ქირურგიული მკურნალობა მოიცავს:
- ტონზილექტომიას;
- ადენოტონზილექტომიას;
- ოპერაციას ნიჟარებზე: ტურბინოპლასტიკასა და დეზინტეგრაციას - როგორც ენდოსკოპიურად, ისე ლაზერის გამოყენებით, კოხოტომიას;
- ცხვირის ძგიდის გამრუდების ოპერაციულ მკურნალობას - როგორც ღია წესით, ისე ლაზერის გამოყენებით;
- პოლიპოტომიას - როგორც ღია წესით, ისე ენდოსკოპიურად;
- ჰაიმოროტომიას ( ქვედა ყბის წიაღის რადიკალური გახსნა ) - როგორც ღია წესით, ასევე ენდოსკოპიურად;
- რინოპლასტიკას.
ივ. ბოკერიას სახელობის საუნივესტიტეტო ჰოსპიტლის ოტორინოლარინგოლოგიური სამსახურის მაღალკვალიფიციურ გუნდს ხელმძღვანელობს ოტორინოლარინგოლოგი, ლევან ხაჟალია.