19 ოქტომბერი, 2022

ორთოპედ-ტრავმატოლოგიური სერვისი ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში

ორთოპედ-ტრავმატოლოგიური სერვისი ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში

ქობულეთის რეფერალური ჰოსპიტალი პაციენტებს სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს სამედიცინო მომსახურების სრულ სპექტრს. მათ შორის არის ორთოპედიული და ტრავმატოლოგიური სერვისი, რომელსაც ხელმძღვანელობს დასავლური გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური ორთოპედ-ტრავმატოლოგი, მამუკა შარაშიძე.

ქობულეთის ჰოსპიტლის ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში ხელმისაწვდომია გეგმიური და გადაუდებელი ამბულატორიული თუ სტაციონარული მომსახურება. სადიაგნოსტიკო მიმართულებით ტარდება კომპიუტერული ტომოგრაფია და რენტგენოლოგიური კვლევა.

ფართოა იმ ოპერაციების ჩამონათვალი, რომელიც ამ მიმართულებით ტარდება ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში. ქირურგიული მკურნალობა ხორციელდება ღია და დახურული ტიპის მოტეხილობების, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ტრავმული დაზიანებების, ქრონიკული პათოლოგიებისა და პოლიტრავმული დაზიანებებისას. ქირურგიული მანიპულაციები ხელმისაწვდომია როგორც გეგმიურ, ისე გადაუდებელ რეჟიმში. უფრო კონკრეტულად, ხორციელდება შემდეგი სახის ოპერაციები:

  • ოსტეოსინთეზი ფირფიტებისა და ჭანჭიკების გამოყენებით;
  • ოსტეოსინთეზი ღეროვანი აპარატებით;
  • ლულოვანი ძვლების ინტრამედულარულიოსტეოსინთეზი;
  • მენჯ-ბარძაყისსახსრისენდოპროთეზირება და სხვა.

გარდა ამისა, ხელმისაწვდომია მყესების, კუნთების, იოგების, ძვლის, მენჯ-ბარძაყის, მტევნის, ტერფის, კოჭ-წვივის სხვადასხვა სახის დაზიანების, მათ შორის დეფორმაციების, ინფექციური პათოლოგიებისა და მოტეხილობების კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობა. აღსანიშნავია ისიც, რომ პაციენტების მართვის პროცესში ჩართულია მულტიდისციპლინური გუნდი.