14 ივლისი, 2022

ონკომამოლოგიის სერვისი ონკოპაციენტებისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში

ონკომამოლოგიის სერვისი ონკოპაციენტებისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ონკომამოლოგიის სერვისი მოქმედებს, რომელიც რეგიონის მოსახლეობას სარძევე ჯირკვლის ონკოლოგიური დაავადებების, ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეების გამოკვლევის და მკურნალობის საშუალებას აძლევს.

ჰოსპიტალში ხელმისაწვდომია მამოლოგის კონსულტაცია, ლაბორატორიული კვლევები და ინსტრუმენტული გამოკვლევა, მათ შორის ექოსკოპია, ბიოფსია და ციტოლოგიური კვლევა. მკურნალობა ხორციელდება როგორც კონსერვატიული, ანუ მედიკამენტური, ასევე ინტერვენციული, ანუ ქირურგიული წესით. ჰოსპიტალში, პაციენტებს აქვთ შესაძლებლობა ჩაიტარონ ყველა სახის ონკომამოლოგიური ოპერაცია და ონკოპლასტიკა.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ონკომამოლოგიის მიმართულებას ხელმძღვანელობს 25 წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ონკომამოლოგი გიორგი შიოშვილი, რომელიც კლინიკაში მიწვევით პერიოდულად ჩადის და ადგილობრივ პაციენტებს იღებს. ამ მიმართულებით, ის თითოეული ონკოლოგიური პაციენტის მკურნალობის პროცესშია ჩართული. მათ შორის - მონიტორინგს უწევს მათ ქირურგიული ოპერაციის შემდგომ პერიოდში.