
24-საათიანი გადაუდებელი მომსახურება ოფთალმოლოგიურ პაციენტებს და ბოლო თაობის უნიკალური დიაგნოსტიკური და ქირურგიული აპარატები, რომლებიც თვალის პათოლოგიების ადრეულ სტადიაში გამოვლენისა და მკურნალობის საშუალებას იძლევა - კავკასიის მედიცინის ცენტრი პაციენტებს სრულ ოფთალმოლოგიურ სერვისს სთავაზობს. კლინიკაში ხორციელდება:
- კატარაქტის უნაკერო ულტრაბგერითი ოპერაცია ბოლო თაობის ბროლების გამოყენებით;
- მხედვლობის კორექცია უახლოესი თაობის ფემტო-ექსიმერ ლაზერით;
- მხედველობის კორექცია უახლოსი თაობის ფაკიური ლინზის იმპლანტაციით;
- ბადურა გარსის და მინისებრი სხეულის ქირურგიული მკურნალობა;
- ბადურა გარსის ლაზერკოაგულაცია დიაბეტური თვალის და პერიფერიული დისტროფიის სამკურნალოდ;
- რქოვანის ულტრაისფერი დასხივება, ქროსლიქინგი;
- ინტრაკორნეაულური რკალების იმპლანტაცია ფემტოლაზერის გამოყენებით;
- რქოვანის გადანერგვა ფემტოლაზერის გამოყენებით და სხვა.
გარდა ამისა, კავკასიის მედიცინის ცენტრში ხორციელდება ბავშვთა სრული ოფთალმოლოგიური სერვისი. ასევე, თვალის ნებისმიერი ტრავმის დროს
მოქმედებს 24-საათიანი გადაუდებელი ოფთალმოლოგიური დახმარება.
ოფლთალმოლოგიურ ცენტრს პროფესორი მიხეილ ომიაძე და მიხეილ გაბრიჩიძე ხელმძღვანელობენ.