11 ნოემბერი, 2022

ნევროლოგიის სამსახური დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში

ნევროლოგიის სამსახური დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში ფუნქციონირებს მძლავრი ნევროლოგიური სამსახური.

პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურებებით როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული  ნევროლოგიური დაავადების სრული დიაგნოსტირებისა და მკურნალობის  პროცესში.

 

ამბულატორიული მომსახურება მოიცავს შემდეგ სერვისებს:

  • მოზრდილთა ნევროლოგის კონსულტაცია;
  • თავის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია;
  • თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • ელექტროენცეფალოგრაფია;
  • ელექტრონეირომიოგრაფია;
  • ექსტრაკრანიალური სისხლძარღვების დოპლეროგრაფიული კვლევა;
  • ლაბორატორიული მომსახურება.

 

სტაციონარული სეგმენტი მოიცავს მწავედ განვითარებული ნევროლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებასა და მართვას, მათ შორის პირველ ადგილზეა ინსულტი, იშემიური თუ  ჰემორაგიული ტიპით. აქვე ფუნქციონირებს ნეიროვასკულარული ცენტრი, რაც გულისხმობს მწვავედ განვიტარებული იშემიური ინსულტის მკურნალობას თრომბოლიზისით და თრომბექსტრაქციით.

 

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ნევროლოგიურ სამსახურს, რომელსაც ექიმი ნევროლოგები - ნანა გელენიძე, თინათინ კალანდარიშვილი, გიორგი გიორგიძე და გივი ბარბაქაძე  წარმოადგენენ, თამარ ჯანელიძე ხელმძღვანელობს.