10 აგვისტო, 2022

ნევროლოგიის მძლავრი განყოფილება თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში

ნევროლოგიის მძლავრი განყოფილება თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში

თელავის რეფერალური ჰოსპიტალი რეგიონის მასშტაბით მოქმედი ერთადერთი მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც მძლავრი და სპეციალიზებული ნევროლოგიური განყოფილება 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს და ამ მხრივ ერთადერთია რეგიონში. ჰოსპიტალი მოსახლეობას ამბულატორიული და სტაციონარული მიმართულებით აძლევს მომსახურების მიღების შესაძლებლობას. კლინიკაში მუშაობს მაღალკვალიფიციური და გამოცდილი გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობას ნევროლოგი, ვლადიმერ ბალესიაშვილი უწევს.

ამბულატორიული მიმართულებით ტარდება ყველა სახის ლაბორატორიული გამოკვლევა. რაც შეეხება ინსტრუმენტულ კვლევებს, ხელმისაწვდომია:

  • რენტგენოგრაფია;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • ელექტროენცეფალოგრაფია;
  • დოპლეროგრაფია;

ჰოსპიტალში ისეთი ნევროლოგიური პათოლოგიების მკურნალობაა შესაძლებელი, როგორიც არის იშემიური ინსულტი, ეპილეფსიური გულყრები, თავის ტკივილი, მეხსიერების პრობლემები, თავის ტვინის ტრავმები, პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები და მრავალი სხვა. აღსანიშნავია ისიც, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მოქმედებს ნეიროქირურგიული განყოფილება. საჭიროების შემთხვევაში, ოპერაციები ტარდება როგორც გეგმიურ, ისე გადაუდებელ რეჟიმში. ქირურგიულ მანიპულაციებს თავის ტვინზე ნეიროქირურგი, გაგა ბეგიაშვილი ახორციელებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ საჭიროების შემთხვევაში პაციენტების რეფერირება ხორციელდება ევექსი ჰოსპიტლების ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებებში.