30 სექტემბერი, 2021

ნეიროქირურგიის სამსახური თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში

ნეიროქირურგიის სამსახური თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში
თელავის რეფერალური ჰოსპიტლის ნეიროქირურგიის განყოფილება პაციენტებს 24 საათით ხელმისაწვდომ სერვისს სთავაზობს. განყოფილებაში ტარდება როგორც გეგმიური, ასევე სასწრაფო გადაუდებელი ოპერაციები.

გეგმიურ ოპერაციებს მიეკუთვნება:

  • კისრის სეგმენტის მალთაშუა დისკის თიაქრის მიკროქირურგიული ამოკვეთა;
  • წელის სეგმენტის მალთაშუა დისკის თიაქრის მიკროქირურგიული ამოკვეთა;
  • სპინალური არხის სტენოზის (ღრუ ან მილოვანი ორგანოების დავიწროება, რაც აქვეითებს მათ განვლადობას) გამო, სპინალური არხისა და ზურგის ტვინიდან გამომავალი ნერვების ფესვების დეკომპრესია;
  • სპონდილოლისთეზის (ერთი მალის წინ გადაადგილება) დროს - ხერხემლის შიდა ფიქსაცია, სტაბილიზაცია;
  • ხერხემლის მალების მოტეხილობის გამო, ხერხემლის სტაბილიზაცია, ფიქსაცია;
  • ქალა-სარქვლის პოსტოპერაციული ძვლოვანი დეფექტის პლასტიკა - კრანიოპლასტიკა;
  • თავის ტვინის სიმსივნის ამოკვეთა;
  • ზურგის ტვინის სიმსივნის ამოკვეთა;
  • ჰიდროცეფალიის (პათოლოგიური მდგომარეობა, როდესაც თავის ქალაში თავ-ზურგ-ტვინის სითხის რაოდენობა მომატებულია) დროს - ვენტრიკულოპერიტონეალური შუნტირება;
  • მალთაშუა დისკის პროთეზირება.

სასწრაფო გადაუდებელი ოპერაციები მოიცავს:

  • ჰემორაგიული ინსულტის დროს - სპონტანური ქალასშიდა ჰემატომის ევაკუაციას;
  • ვენტრიკულოსტომიას;
  • თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიის - არტერიოვენოზური მალფორმაციის (თავის ტვინში ჩამოყალიბებული სისხლძარღვების გროვა, რომელიც აკავშირებს ტვინში არსებულ ვენებსა და არტერიებს) მიკროქირურგიულ გამოთიშვას;
  • თავის ტვინის ანევრიზმის კლიპირებას;
  • კისრის მალების მოტეხილობის დროს - მალების ფიქსაციას ფირფიტითა და ჭანჭიკებით;
  • გულმკერდის მალების მოტეხილობის დროს - ტრანსპედიკულურ ფიქსაციას;
  • წელის მალების მოტეხილობის დროს - ტრანსპედიკულურ ფიქსაციას;
  • ზურგის ტვინის არხის დეკომპრესიას;
  • თავის ტვინის ტრავმების დროს - დეკომპრესიულ კრანიოტომიას.

ოპერაციები, ნეიროქირურგიული მიკროსკოპისა და ინტრაოპერაციული რენტგენოსკოპის გამოყენებით, საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით ხორციელდება.
თელავის რეფერალური ჰოსპიტლის ნეიროქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის გაგა ბეგიაშვილი ბლოგი.