18 აგვისტო, 2022

მესამე დონის სამეანო-გინეკოლოგიური მომსახურების სრულყოფილი სპექტრი ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში

მესამე დონის სამეანო-გინეკოლოგიური მომსახურების სრულყოფილი სპექტრი ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში

ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი სამეანო-გინეკოლოგიური მიმართულებით სრულფასოვანი სერვისების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია ქვეყანაში. მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში მოქმედებს მესამე დონის პერინატალური ცენტრი, რომელიც ითვალისწინებს მაღალი რისკის ორსულების მაღალკვალიფიციურ და მაღალტექნოლოგიურ მომსახურებას (პერინატალური პერიოდი მოიცავს მუცლადყოფნის 28 კვირიდან მშობიარობის პერიოდს და ახალშობილის პირველ შვიდ დღეს).

ჰოსპიტალში ხელმისაწვდომია ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები და ხორციელდება ორსულთა პათოლოგიების სრულფასოვანი გამოკვლევა-მკურნალობა. დეპარტამენტი სამედიცინო მომსახურებას პაციენტებს ყოველ დღე, 24 საათის განმავლობაში აწვდის. უფრო კონკრეტულად, ხელმისაწვდომია ფიზიოლოგიური მშობიარობა და საკეისრო კვეთა. ასევე, ხორციელდება ორსულთა ისეთი დაავადებების მართვა, როგორიცაა: ქოლესტაზი, ორსულთა ჰიპერტენზია, ფეხმძიმობის თანმხლები დაავადებები (გულის, თირკმლის, ღვიძლის პათოლოგიები და ა.შ.) ნაადრევი მშობიარობა, ყველა სახის სხვა პათოლოგია...

აღსანიშნავია ისიც, რომ ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მოქმედებს ნეონატალური სამსახური, სადაც დღენაკლულ ახალშობილთა მართვა წარმატებით ხორციელდება.გინეკოლოგიური მიმართულებით კი ჰოსპიტალში ტარდება ყველა სახის გადაუდებელი და გეგმიური ოპერაცია ლაპარასკოპიული/ლაპარატომიული მეთოდითა და ღია წესით. მათ შორის:

  • ჰისტერექტომია;
  • ცისტექტომია;
  • სალპინგექტომია;
  • საშვილოსნოს პროლაფსების მკურნალობა;
  • საშოსმხრივი პლასტიკა;
  • საშვილოსნოს გარე ორსულობა;
  • ენდომეტრიოზის ქირურგიული მკურნალობა და მრავალი სხვა.
აღსანიშნავია ისიც, რომ დიდი წარმატებით ხორციელდება ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაციები. აღნიშნულ მიმართულებას კი ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მეან-გინეკოლოგი, გრიგოლ ახვლედიანი ხელმძღვანელობს.