16 ივნისი, 2022

მძლავრი სამეანო ნეონატოლოგიური სამსახური დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში

მძლავრი სამეანო ნეონატოლოგიური სამსახური დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი აერთიანებს დედათა და ბავშვთა სამსახურს და გვთავაზობს მესამე დონის სამეანო და ნეონატოლოგიურ მომსახურებებს, რაც სხვა სერვისებთან ერთად, ორსულთა და ახალშობილთა რეანიმაციულ მართვასაც გულისხმობს.

ნეონატოლოგიურ სამსახურში ხორციელდება 0-დან 28 დღემდე ასაკის ახალშობილის შემდეგი პათოლოგიების მართვა.

  • გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები;
  • მუცლად ყოფნის პერიოდში განვითარებული ინფექციები;
  • თავის ტვინის პათოლოგიები;
  • ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები;
  • ორთოპედიული პათოლოგიები;
  • სასუნთქი სისტემის პათოლოგიები;
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგიები;
  • სამშობიარო ტრავმები და ა.შ
  • დღენაკლული ახალშობილის მართვა;
  • მცირე წონის ახალშობილის მართვა;
  • მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი (ფილტვისა და სუნთქვის) უკმარისობა და ა.შ

აღსანიშნავია, რომ ნეონატოლოგიური სამსახური აერთიანებს კრიტიკული, გახანგრძლივებული, ინტენსიური და დროული ახალშობილის მოვლის განყოფილებებს, სადაც პაციენტები დიფერენცირდებიან პათოლოგიების მიხედვით. შესაბამისად, ნეონატოლოგიურ განყოფილებაში ხორციელდება ნებისმიერი სიმძიმისა და პათოლოგიის მქონე ახალშობილის მართვა.

ჰოსპიტალში გამოიყენება დიაგნოსტიკური კვლევების ფართო სპექტრი:

  • სმენის სკრინინგი;
  • გულის ულტრასონოგრაფია;
  • თავის ტვინის ულტრასონოგრაფია;
  • ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა;
  • საშარდე სისტემის გამოკვლევა;
  • ბიჭებში სათესლე ჯირკვლების გამოკვლევა;
  • ლაბორატორიული კვლევები.

სამეანო სერვისი მოიცავს ანტენატალურ მეთვალყურეობას (ორსულობის პერიოდი), მშობიარობის მართვასა და პოსტნატალურ (მშობიარობის შემდგომ) მეთვალყურეობას. ჰოსპიტალში მოქმედებს ახალი სერვისიც, რაც გულისხმობს კლინიკიდან გაწერილი მელოგინის ბინაზე მართვას.გარდა ამისა, კლინიკამ განაახლა ინფრასტრუქტურა და გვთავაზობს: საერთო, VIP დალუქს პალატებს.

განყოფილებაში დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება:

  • ლაბ. კვლევები;
  • ულტრასონოგრაფიული კვლევები;
  • მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა;
  • ლაპარასკოპიული კვლევები და ა.შ

სამეანო განყოფილებაში ხორციელდება ისეთი რთული  პათოლოგიების მართვა, როგორიცაა:

  • ჰელპ სინდრომი (ღვიძლის და სისხლის შედედების იშვიათი დაავადება);
  • პრეეკლამფსია (გართულება ორსულობის პერიოდში, ხასიათდება მაღ. არტ. წნევითა და ორგანოების სხვადასხვა სისტემის დაზიანებით);
  • ეკლამფსია (უნებლიე კრუნჩხვა, გონების კარგვა და მულტიორგანული დაზიანება);
  • ორსულთა ინფექციური დაავადებები;
  • ორსულთა კარდიოლოგიური დაავადებები, კარდიომიოპათია;
  • გესტაციური დიაბეტი (ორსულობის დროს განვითარებული) და ა.შ;

აღსანიშნავია, ორსულთა და ახალშობილთა მართვაში მულტიპროფილური გუნდის ჩართულობა. პროცესში გინეკოლოგთან და ნეონატოლოგთან ერთად საჭიროებისამებრ ერთვება: ენდოკრინოლოგიური, რადიოლოგიური, ნეიროქირურგიული, კარდიოქირურგიული, კარდიოლოგიური, ზოგადი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის სამსახური და ა.შ. შესაბამისად, ჰოსპიტალი ერთ სივრცეში აერთიანებს ყველა საჭირო სერვისს და მუდმივად მზადყოფნაშია, უზრუნველყოს პაციენტისთვის საჭირო მომსახურება.

სამეანო ნეონატოლოგიური გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, დასავლური გამოცდილების მქონე სპეციალისტებით, რომლებიც მუდმივად ესწრებიან საერთაშორისო კონფერენციებს და ნერგავენ მკურნალობის ინოვაციურ მეთოდებს. დედათა და ბავშვთა სამსახურის უფროსი ოლეგ სინაურიძეა, გინეკოლოგიურ სამსახურს - ზურაბ მურღულია, ხოლო სამეანო განყოფილებას ლევან ჯავახაძე ხელმძღვანელობს.ნეონატოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი თინათინ ტყეშელაშვილია, ხოლო ახალშობილთა რეანიმაციული განყოფილების - ნათია სირაძე.