07 დეკემბერი, 2022

მძლავრი ალერგოლოგიური სამსახური მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში

მძლავრი ალერგოლოგიური სამსახური მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში

მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშთა ცენტრალური ჰოსპიტალი ნებისმიერი ასაკის პაციენტს ალერგიული პათოლოგიების დიაგნოსტიკასა და მართვას სთავაზობს. სადიაგნოსტიკოდ განყოფილებაში გამოიყენება ყველა სახის in vivo და In vitro თანამედროვე კვლევები, კერძოდ:

  • სპირომეტრია;
  • კანის ტესტირება სხვადასხვა ალერგენით;
  • ამოსუნთქულ ჰაერში აზოტის მონოქსიდის (NO) განსაზღვრა;
  • სისხლში სპეციფიკური ალერგენების განსაზღვრა.

ალერგოლოგიურ სამსახურში ხორციელდება შემდეგი პათოლოგიების მართვა:

  • ბრონქული ასთმა;
  • ატოპიური დერმატიტი;
  • ჭინჭრის ციება - ურტიკარია;
  • კვებითი ალერგია;
  • ალერგიული რინიტი და ა.შ.

კონსერვატიული მკურნალობა საერთაშორისო გაიდლაინებისა და პროტოკოლების მიხედვით ხორციელდება და მოიცავს:

  • საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით მკურნალობას;
  • სპეციფიკურ ჰიპოსენსიბილიზაციას ( ზემგრძნობელობის დაქვეითება ალერგენისადმი, ალერგენის მზარდი დოზების რეგულარული შეყვანით);
  • უცნობი წარმოშობის ქრონიკული ურტიკარიის დროს -მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობას (ამუხრუჭებს ალერგიის გამომწვევ მედიატორებს);
  • ბრონქული ასთმის რეგიონალური, ეპიდემიოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური მარკერების გამოვლენას.

ამასთან, ყურადღებას იპრყობს ბრონქული ასთმით დაავადებული პირებისთვის შექმნილი ასთმის სკოლა. ვინაიდან ასთმა მუდმივად კონტროლირებადი და სპეციფიკურად სამართავი დაავადებაა, ალერგოლოგიური სამსახური პაციენტებს აწვდის ამომწურავ და პრაქტიკულ ინფორმაციას პათოლოგიისა და მისი მკურნალობის შესახებ.

ალერგოლოგიის სამსახური დაკომპლეტებულია მაღალკვალიფიციური, გამოცდილი გუნდით, რომელიც ხშირად ესწრება საერთაშორისო კონფერენციებს და ეცნობა მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს. გუნდის ხელმძღვანელი კი ალერგოლოგი, პროფესორი ვახტანგ ბერიძეა.