23 დეკემბერი, 2021

მაღალტექნოლოგიური ნევროლოგიური კვლევები დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში

მაღალტექნოლოგიური ნევროლოგიური კვლევები დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში
მაღალტექნოლოგიური ამბულატორიული მომსახურება ის მნიშვნელოვანი უპირატესობაა, რომელიც დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრს ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ დაწესებულებად აქცევს რეგიონში. ჰოსპიტალი მოსახლეობას უახლეს სამედიცინო კვლევებზე დაფუძნებულ სადიაგნოსტიკო/სამკურნალო მეთოდოლოგიებს სთავაზობს და უახლესი თაობის სამედიცინო აპარუტით არის აღჭურვილი.

ამბულატორიული მომსახურების კუთხით ერთ-ერთი მძლავრია ამბულატორიული ნევროლოგიის მიმართულება, რომელიც პაციენტებს ყველა სახის ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ გამოკვლევას სთავაზობს. მათ შორის ხელმისაწვდომია კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ანგიოგრაფია, ნეირომიოგრაფია, ენცეფალოგრამა და სხვა. განყოფილება მაღალკვალიფიციური გუნდით არის დაკომპლექტებული. მას ექიმი-ნევროლოგი, ირაკლი გოლეთიანი ხელმძღვანელობს.

ირაკლი გოლეთიანმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი დაამთავრა, დიპლომისშემდგომი სწავლება კი ნევროლოგიის ინსტიტუტში, ამავე მიმართულებით განაგრძო. პერიოდულად მონაწილეობს სხვადასხვა სამედიცინო ტრენინგსა და კონფერენციაში.

სერვისი ხელმისაწვდომია როგორც ბავშვებისთვის, ასევე - მოზრდილებისთვის. შესაძლებელია ექიმთან ვიზიტის წინასწარი დაჯავშნა ნომერზე 2 600 600. კონსულტაციები ტარდება ყოველ სამუშაო დღეს, 09:30-დან 17:00 საათამდე და შაბათს, 09:30-დან 15:00 საათამდე.

მის: ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის N83ა