დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი ერთადერთი დაწესებულებაა იმერეთში, რომელიც სრულ მეან-გინეკოლოგიურ სერვისთან ერთად, პაციენტებს დედათა და ახალშობილთა სპეციალიზებულ, მესამე დონის მოვლას სთავაზობს. ჰოსპიტალში მაღალი რისკის ორსულებისა და მცირე წონის ახალშობილთა ინტენსიური მართვაა შესაძლებელი. მიმართულებას მეან-გინეკოლოგი, ოლეგ სინაურიძე ხელმძღვანელობს. განყოფილება უზრუნველყოფს ორსულებისა და მშობიარეებისთვის ფიზიოლოგიური და მძიმე გართულებების სპეციალიზებულ სამედიცინო მომსახურებას, სამეანო და ნეონატალურ მოვლას, კრიტიკული მდგომარეობების მართვას და სხვა. ნეონატალური მოვლისთვის 44 საწოლია გათვალისწინებული.
ჰოსპიტალში სრული მეან-გინეკოლოგიური სერვისი 24/7-ზეა ხელმისაწვდომი. ხორციელდება წინასწარი ჩაწერა ან ურგენტული ვიზიტების მიღება, ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევები და ულტრაბგერითი გამოკვლევა. ასევე, ხელმისაწვდომია ჰისტეროსკოპია, კოლპოსკოპია და პაპ ტესტირება. ამ მიმართულებით მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა გუნდს ზურაბ მურღულია უწევს ხელმძღვანელობას. 40-წლამდე პროფესიული გამოცდილების მქონე გინეკოლოგს 20 000-მდე სხვადასხვა სირთულის ოპერაცია აქვს ჩატარებული.
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში გინეკოლოგიური ოპერაციების ფართო სპექტრია ხელმისაწვდომი. ოპერაციები ხორციელდება როგორც ვაგინალური, ისე - ლაპაროსკოპიული და ლაპარატომიული მეთოდით. ყველა სახის ქირურგიული მანიპულაცია ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურით ტექნიკურად გამართულ საოპერაციო ბლოკში ტარდება. ლაპარასკოპიულ ოპერაციებს რამდენიმე წამყვანი სპეციალისტი ახორციელებს. მათ შორის არიან გინეკოლოგები: დიდიმ გორგოძე, ზურაბ მურღულია, ლევან ჯავახაძე, მაია ჭკადუა და ლაპარასკოპისტ-გინეკოლოგი ივანე ფანცულაია, რომელმაც სტაჟირება საფრანგეთში გაიარა.