
კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრის ლაბორატორიული განყოფილება პაციენტებს მაღალკვალიფიციურ მომსახურებას სთავაზობს.
ლაბორატორიის მიზანია პაციენტისჯანმრთელობის მდგომარეობის სწორად მართვის პროცესში ჩართვა და ხარისხიანი მომსახურება.
ლაბორატორიული განყოფილება ISO-9001 სერთიფიკატის მფლობელია და აღჭურვილია ევროპის ქვეყნებში აკრედიტებული მაღალტექნოლოგიური, სრულად ავტომატიზებული სამედიცინო აპარატურით.
კვლევების ვალიდურობა და სანდოობა განმტკიცებულია გარე და შიგა ხარისხის კონტროლის სისტემით.
გარე ხარისხის კონტროლის შესაბამისად, წელიწადში ორჯერ, ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგები იგზავნება გერმანულ რეფერენს ინსტიტუტში (RFB-Reference Institute for Bioanalytics) ტესტების შედეგების შესამოწმებლად და ლაბორატორიას ენიჭება შესაბამისი სერტიფიკატი.
განყოფილებაში პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ ჩაიტარონ კვლევები შემდეგი მიმართულებით:
- კლინიკური ლაბორატორიული კვლევები (სისხლის, შარდის საერთო ანალიზი; გამონაჟონის სითხეების, განავლის, სპერმის გამოკვლევა და ა.შ.);
- ბიოქიმიური კვლევები (ღვიძლის, თირკმლის, პანკრეასის ფუნქციური კვლევები; რევმატიული სინჯები; მიკროელემენტების განსაზღვრა სისხლის შრატში და ა.შ.);
- იმუნოლოგიური გამოკვლევები (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური კვლევა: TSH, FT4, FT3, TG, antiTG, antiTPO, antiTRAB; ქალისა და მამაკაცის სასქესო ჰორმონები: ტესტოსტერონი, ესტრიოლი, პროგესტერონი, FSH, LH, PRL და ა.შ.);
- ვირუსოლოგიური და სეროლოგიური ტესტები (პათოგენებისა და მათი საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა და ა.შ.);
- ალერგიის გამომწვევი ალერგენების განსაზღვრის ტესტები (ინჰალაციური, კვებითი ალერგენები და ა.შ.);
- კოაგულაციური ტესტები (პროთრომბინის/INR ინდექსის განსაზღვრა;D-დიმერის, თრომბინის, ფიბრინოგენის განსაზღვრა და ა.შ.);
- კარდიალური მარკერები (I-ტროპონინი, CK-MB და ა.შ.);
- ონკომარკერების განსაზღვრა ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მონიტორინგისათვის.
ლაბორატორიული განყოფილება, რომელსაც მაკა ბაბუნაშვილი-დახუნდარიძე ხელმძღვანელობს, დაკომპლექტებულია ექიმ-ლაბორანტებით: მაკა კოპალიანი, მაია ტაბატაძე, ირინე ბზიკაძე, მაკა ნუცუბიძე, ხატია კვახაძე, ანა კიკაბიძე, ხათუნა კუპატაძე, ეკატერინე ნიკოლეიშვილი, ია დვალიშვილი, თამარ ღვაბერიძე, თემურ დადუნაშვილი.