
ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში გასტროენტეროლოგიური მიმართულებით პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სრული გამოკვლევა და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მკურნალობა. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიური მიდგომები, მათ შორის:
- ენდოსკოპიური კვლევები (ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია, კონოლოსკოპია);
- მუცლის ღრუს ექოსკოპია;
- რენტგენოლოგიური კვლევა;
- კომპიუტერული ტომოგრაფია.
მაღალკვალიფიცირებული ექიმების: გასტროენტეროლოგების, ენდოსკოპისტებისა და რადიოლოგების კომპლექსური მიდგომით შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის შემდეგი დაზიანებების გამოვლენა:
- საყლაპავის პათოლოგიები (ეზოფაგიტი, ბარეტის საყლაპავი, აქალაზია, გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსი);
- კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის (მწვავე და ქრონიკული გასტრიტი, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის ეროზიული და წყლულოვანი დაავადებები, მათ შორის H.pylori-თ გამოწვეული);
- პანკრეასის დაავადებები (მწვავე და ქრონიკული პანკრეატიტი, აუტოიმუნური პანკრეატიტები, პანკრეასული კისტები);
- ღვიძლის (მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტები, ღვიძლის გაცხიმოვნება, ციროზი, ქრონიკული არავირუსული პათოლოგიები) პათოლოგიები;
- სანაღვლე გზების პათოლოგიები (ნაღველკენჭოვანი დაავადება);
- წვრილი და მსხვილი ნაწლავის პათოლოგიები ( წვრილი და მსხვილი ნაწლავის მწვავე და ქრონიკული ინფექციური პათოლოგიები, ცელიაკია, დიარეა, ყაბზობა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება, ნაწლავის დივერტიკულური დაავადება).
ჰოსპიტალში საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების გამოვლენისა და მკურნალობის პროცესს მაღალკვალიფიციური სამედიცინო გუნდი ახორციელებს.