20 დეკემბერი, 2019

კარდიოქირურგია

კარდიოქირურგია
კარდიოქირურგია კავკასიის მედიცინის ცენტრის ერთ-ერთი წამყვანი და წარმატებული მიმართულებაა. კლინიკის მრავალპროფილურობა და მულტიდისციპლინარული გუნდი პაციენტის მართვის მაღალ ხარიხსს და სრულ კომფორტს განაპირობებს, ვინაიდან კარდიოქირურგიულ პაციენტებს კომპლექსური გამოკვლევა და მკურნალობა სჭირდებათ.

დეპარტამენტი მაღალკვალიფიციური და დასავლური გამოცდილების მქონე პერსონალით არის დაკომპლექტებული, აღჭურვილია უახლესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და მოიცავს მოზრდილთა კარდიოქირურგიის სრულ სპექტრს:

· კორონარული შუნტირება;
· გულის თანდაყოლილი და შეძენილი მანკების ქირურგია;
· ოპერაციები სარქველებზე, მათ შორის მინიინვაზიური მიდგომით;
· გულისა და შუასაყრის სიმსივნეების ქირურგია;
· აორტის ქირურგია;
· ენდოვასკულარული ქირურგია;
· პერიფერიული არტერიების ქირურგია;
· ვენური სისტემის ქირურგია;
· რითმის ქირურგია.

დეპარტამენტი 25 საწოლზეა გათვლილი და თითოეული პალატა ორ პაციენტზეა მორგებული. პოსტოპერაციულ პაციენტებს კლინიკა ინდივიდუალურ პალატებსაც სთავაზობს.

კავკასიის მედიცინის ცენტრში კარდიოქირურგიული მიმართულების დასავლური გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციურ გუნდს პროფესორი და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სულხან ლომინაძე ხელმძღვანელობს.