
კარდიოლოგია ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის ერთ-ერთი მძლავრიმიმართულებაა, რომელიც ითვალისწინებს კარდიოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას გადაუდებელ თუ გეგმიურ რეჟიმში.
პაციენტებს შესაძლებლობა ეძლევათ ჩაიტარონ შემდეგი დიაგნოსტიკური კვლევები:
- ელექტროკარდიოგრაფია;
- გულის ულტრასონოგრაფია;
- 24 საათიანი ეკგ მონიტორინგი ჰოლტერის მეთოდით და დატვირთვის ტესტი (ტრედმილომეტრია).
ასევე, სელექტიური კორონაროგრაფია და მასთან დაკავშირებული ინტერვენციული ჩარევები (ბალონური ანგიოპლასტიკა და სტენტირება).
სერვისების მიღება შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში როგორც გადაუდებელ,ისე გეგმიურ რეჟიმში.
კარდიოლოგიური სამსახური, რომელსაც სოფიო ფანჩულიძე ხელმძღვანელობს, დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და გამოცდილი ექიმთა გუნდით: ნინო კერესელიძე, სოფიკო ცაგურია, ზურაბ ბერაძე, მზია ანანოვი და მანანა კახაძე.