12 ივლისი, 2022

კარდიოლოგიური სამსახური ქობულეთის ჰოსპიტალში

კარდიოლოგიური სამსახური ქობულეთის ჰოსპიტალში
ქობულეთის ჰოსპიტლის კარდიოლოგიური სამსახური 18 წელს ზევით ასაკის პაციენტებს კარდიოლოგიური დაავადებების 24 სთ-იან ამბულატორიულსა და სტაციონარულ მართვას სთავაზობს. დიაგნოსტიკისთვის ჰოსპიტალში გამოიყენება ისეთი გამოკვლევის მეთოდები, როგორიცაა:
  • ელექტროკარდიოგრაფია;
  • ექოკარდიოგრაფია;
  • კლინიკო-ლაბორატორიული კვლევების ფართო სპექტრი.

განყოფილება დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, დასავლური გამოცდილების მქონე კარდიოლოგთა გუნდით, რომლის შემადგენლობაში არიან: მედიცინის დოქტორი, გიორგი ნიკოლაიშვილი (მოწვეული კარდიოლოგი), ნათია კახაძე და სოფიო სიხარულიძე. სწორედ რომ მათი გუნდური მუშაობა და ერთობლივი ჩართულობა განაპირობებს წარმატებულ მკურნალობას, განსაკუთრებით რთული პაციენტის მართვის შემთხვევაში.

თანამედროვე გაიდლაინებისა და პროტოკოლების მიხედვით განყოფილებაში ხორციელდება შემდეგი კარდიოლოგიური პათოლოგიების მართვა:

  • გულის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა;
  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • ტკივილი გულმკერდის არეში;
  • არასტაბილური სტენოკარდია;
  • არითმიები;
  • გულის იშემიური დაავადებები;
  • სარქვლოვანი პათოლოგიები;
  • კარდიომიოპათიები და ა.შ

ქობულეთის ჰოსპიტლის კარდიოლოგიური სამსახურის მაღალკვალიფიციურსა და გამოცდილ გუნდს, რომელიც ხშირად ესწრება საერთაშორისო კონფერენციებს და ეცნობა მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს, კარდიოლოგი, სოფიო სიხარულიძე ხელმძღვანელობს.