
ფოთის სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგიური სამსახური 18 წლის ზევით ასაკის პაციენტებს კარდიოლოგიური პათოლოგიების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას სთავაზობს. სადიაგნოსტიკოდ ჰოსპიტალში გამოიყენება ისეთი გამოკვლევის მეთოდები, როგორიცაა:
- ექოკარდიოგრაფია;
- ელექტროკარდიოგრაფია;
- ლაბორატორიული კვლევები.
კლინიკაში ხორციელდება შემდეგი პათოლოგიების დიაგნოსტიკა და მკურნალობა:
- არტერიული ჰიპერტენზია;
- მიოკარდიუმის ინფარქტი;
- გულის იშემიური დაავადებები;
- არითმიები;
- კარდიომიოპათიები და ა.შ
პაციენტის მართვაში კარდიოლოგთან ერთად საჭიროებისამებრ ერთვება სხვადასხვა დარგის სპეციალისტები: ენდოკრინოლოგი, ნევროლოგი, გადაუდებელი მედიცინის ექიმი, რეანიმატოლოგი და ქირურგი. განყოფილებაში ხორციელდება თანამედროვე გაიდლაინებითა და პროტოკოლებით გათვალისწინებული მკურნალობა.
ფოთის სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგიურ მიმართულებას ხელმძღვანელობს კარდიოლოგი, გია მიქაძე.