14 აპრილი, 2021

კარდიოინტენსიური განყოფილების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისები 24 საათიან რეჟიმში

კარდიოინტენსიური განყოფილების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისები 24 საათიან რეჟიმში
ივანე ბოკერიას ჰოსპიტლის კარდიოინტენსიური განყოფილება 24 საათიანი რეჟიმით პაციენტის სამსახურშია და მზად არის გაუწიოს მაღალკვალიფიციური, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მომსახურება უახლესი აპარატურის გამოყენებით.
განყოფილება პოლიპროფილური სტაციონარის ნაწილია, რაც საშუალებას იძლევა მძიმე თანმხლები დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობა.

უახლოესი სამედიცინო ინფრასტუქტურითა და უახლოესი მატერიალური ტექნიკური ბაზით აღჭურვილ კარდიოლოგიურ განყოფილებაში ხდება შემდეგი დავადებების მართვა:

  • მიოკადიუმის მწვავე ინფარქტი;
  • არასტაბილური სტენოკარდია;
  • გულის უკმარისობა;
  • ბრადი და ტაქიარითმიები;
  • გულის სარქვლოვანი დაავადებები;
  • ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია;
  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • ინფექციური ენდოკარდიტი.

ინტერვენციული კარდიოლოგია, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალ გუნდთან ერთად, პაციენტებს სთავაზობს შემდეგ სერვისებს თანამედროვე და ინოვაციური მეთოდების გამოყენებით:
  • კორონარული ანგიოგრაფია;
  • ბალონური ანგიოპლასტიკა;
  • კორონარული სტენტირება (მწვავე და ქრონიკული დაზიანებების რევასკულარიზაცია).

ივანე ბოკერიას ჰოსპიტალში კარდიოქირურგიული განყოფილების ხელძღვანელია ლევან ქარაზანიშვილი, რომელიც გთავაზობთ გულის თანდაყოლილ და შეძენილი პათოლოგიების ინოვაციური და თანამედროვე მიდგომებით მკურნალობას.

ოპერაციები ტარდება მინიინვაზიური მეთოდით (ჩარევის უპირატესობა სწრაფი რეაბიოლიტაცია, ნაკლები ტრავმატიზაცია და პრეოპერაციული გართულებების დაბალი რისკი) და სტერნოტომიით (სტანდარტული მიდგომა):

  • კორონარული შუნტირება მომუშავე გულზე, სრული არტერიული რევასკულარიზაციით;
  • სარქვლოვანი პათოლოგიის მკურნალობა;
  • სარქველების შეკეთება საკუთარი სარქველის შენარჩუნებით;
  • სარქვლის შეცვლა მექანიკური და ბიოლოგიური პროტეზით;
  • აორტის ქირურგია;
  • კომბინირებული ოპერაციები (აორტო-კორონარული შუნტირება, სარქვლოვანი პათოლოგიები, ჩარევები აორტაზე);
  • გულის თანდაყოლილი პათოლოგიების მკურნალობა;
  • თრომბული მასებისა და სიმსივნეების მკურნალობა.

ჰოსპიტალში ამბულატორიული სერვისი წარმოდგენილია შემდეგი მომსახურებებით:
  • ექოკარდიოსკოპია;
  • 24 და 48 საათიანი ეკგ მონიტორინგი ჰოლტერის მეთოდით;
  • ფიზიკური დატვირთვის ტესტი ტრედმილზე;
  • ელექტროკარდიოგრაფია;
  • სტრეს ექოკარდიოსკოპია;
  • სრული ლაბორატორიული დიაგნოსტიკა.