07 ივლისი, 2020

იშემიური ინსულტის დროული მკურნალობა შესაძლებელია

იშემიური ინსულტის დროული მკურნალობა შესაძლებელია

კავკასიის მედიცინის ცენტრის ნეირომეცნიერებათა დეპარტამენტში მწვავე იშემიური ინსულტის ადრეული მკურნალობა დაინერგა, რაც ინსულტის მქონე პაციენტების მედიკამენტოზურ და ენდოვასკულურ თერაპიას ითვალისწინებს. აღნიშნული მეთოდი მსოფლიოში მიჩნეულია, როგორც იშემიური ინსულტის მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტი. 

თრომბოლიზისს (თავის ტვინის მომმარაგებელ სისხლძარღვში არსებული თრომბის მედიკამენტოზური დაშლა), ისევე, როგორც თრომბექტომიას (თავის ტვინის მომმარაგებელ სისხლძარღვში არსებული თრომბული მასის მექანიკური ექსტრაქცია) გააჩნია მკაცრად განსაზღვრული თერაპიული ფანჯარა, რის გამოც დაავადების ადრეულ დიაგნოსტირებას და დროულ ჰოსპიტალიაზაციას ენიჭება პრინციპული მნიშვნელობა. პროცედურის შედეგად მცირდება სიკვდილობის და ინვალიდიზაციის რისკი, უმჯობესდება სიცოცხლის ხარისხი.

სერვისის ამოქმედებიდან კავკასიის მედიცინის ცენტრში 5 თრომბოლიზისი და 3 თრომბექტომია ჩატარდა.