ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ერთ-ერთია ქსელში შემავალ იმ 3 სამედიცინო დაწესებულებას შორის, სადაც ინსულტის მართვის ერთეული ფუნქციონირებს. ნევროლოგიური მიმართულებით ჰოსპიტალში ყველა სახის ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიღებაა შესაძლებელი. სამედიცინო დაწესებულების ერთ-ერთ მძლავრ მხარეს წარმოადგენს ის, რომ ხორციელდება ინსულტის სპეციალიზებული მკურნალობა, რომელიც სრულყოფილად იძლევა ინსულტის დიაგნოსტიკის, ინდივიდუალური მკურნალობისა და დაავადების შემდგომი მართვის შესაძლებლობას.
მნიშვნელოვანია ინსულტის სიმპტომების ცოდნა და სწრაფი რეაგირება, რათა დაავადების განვითარების მწვავე შედეგები მინიმუმამდე შემცირდეს. ინსულტის პირველი ნიშნებია: ასიმეტრიული სახე, წონასწორობის დაკარგვა, მეტყველების მოშლა, მხედველობის დაქვეითება, სისუსტე კიდურებში, რეაქციების შენელება, თავის მძლავრი ტკივილი და სხვა. ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება სიმპტომების ამოცნობას და პაციენტის რეფერირებას ისეთ ჰოსპიტალში, სადაც ინსულტის მართვა სპეციალიზებული მიდგომით ხორციელდება.
დაავადების მკურნალობის თანამედროვე მეთოდებად თრომბოლიზისი და თრომბექტომია მიიჩნევა, რომლებიც გულისხმობს თრომბის დაშლას სისტემური ლიზირებით ან კათეტერის გამოყენებით. თრომბოლიზისი ტარდება ინსულტის განვითარებიდან პირველ 4,5 საათში, ხოლო თრომბექტომია - დაავადების პირველი ნიშნების აღმოცენებიდან 6-8 საათის განმავლობაში. აღნიშნული მეთოდები ამცირებს ნევროლოგიური დეფიციტის განვითარებისა და ლეტალობის რიკსებს.
ამ მიმართულებით მუშაობს მულტიდისციპლინური გუნდი ნევროლოგების, ნეიროქირურგების, ანგიოლოგებისა და კარდიოლოგების ჩართულობით. ნეიროქირურგიულ მიმართულებას ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ასლან გერმანიშვილი ხელმძღვანელობს, ხოლო ნევროლოგიურ განყოფილებას, რომელშიც ნევროლოგები: ნონა შარაშენიძე, ზინა კვარაცხელია და მარიამ ფოლადაშვილი ერთიანდებიან, ხელმძღვანელობას დალი მებონია უწევს.