28 ივნისი, 2022

ინოვაციური სერვისი ივ.ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ნეირომეცნიერების სამსახურში

ინოვაციური სერვისი ივ.ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ნეირომეცნიერების სამსახურში

ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტლის ნეირომეცნიერების სამსახური ნებისმიერი ასაკის პაციენტს სრულ ნეიროქირურგიულსა და ნევროლოგიურ მომსახურებას სთავაზობს. დიაგნოსტიკისთვის განყოფილებაში გამოიყენება ისეთი მაღალტექნოლოგიური კვლევები, როგორიცაა:

  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • რენტგენი;
  • ელექტრომიოგრაფია (ასახავს ცენტრალური ნერვული სისტემიდან წარმოშობილ იმპულსებს, რომლებიც გადაეცემა კუნთებს და განაპირობებს მოძრაობას);
  • ელექტროფიზიოლოგია (ნერვის ელექტრული იმპულსების რეგისტრაცია).

კლინიკაში წარმატებით ხორციელდება შემდეგი პათოლოგიების მართვა:

  • ნეიროონკოლოგიური დაავადებები;
  • თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიები;
  • ხერხემლის პათოლოგიები;
  • პერიფერიული ნერვული სისტემის პათოლოგიები და ა.შ

ნეირომეცნიერების განყოფილებაში ხორციელდება თანამედროვე გაიდლაინებით გათვალისწინებული როგორც კონსერვატიული, ისე ქირურგიული მკურნალობა. გარდა სტანდარტული ოპერაციებისა, ნეიროქირურგი, ასლან გერმანიშვილი გვთავაზობს, ისეთ ინოვაციურსა და უნიკალურ ქირურგიულ მკურნალობას, როგორიცაა:

  • თავის ტვინის სიმსივნის ოპერაცია, განსაკუთრებული მიდგომით - პაციენტის მღვიძარე მდგომარეობაში (რათა არ დაზიანდეს მეტყველებისა და მოძრაობის ცენტრები);
  • ხერხემლის პერკუტანული-ინტრაკუტანული ფიქსაცია (მცირე ინვაზიური ჩარევითა და განაკვეთით მალების ფიქსაცია. მაგ. მალების მოტეხილობის დროს და ა.შ), რომელსაც საქართველოში მხოლოდ ასლან გერმანიშვილი ატარებს;
  • სტერეოტაქსიული ბიოფსია - ზუსტი დიაგნოსტირების მიზნით ტვინიდან გამოსაკვლევი ქსოვილის აღება ბიოფსიური წვრილი ნემსით;
  • მცირე ინვაზიური ჩარევით, ზუსტი დამიზნებით სიმსივნის ბიოფსია;
  • თავის ტვინის ანევრიზმების კლიპირება და ენდოვასკულური დახურვა.

გარდა ტექნიკური შესაძლებლობებისა, კლინიკა ფლობს მდიდარ ადამიანურ რესურსებს და უზრუნველყოფს პაციენტის მართვაში ყველა საჭირო სპეციალისტის ჩართულობას.

ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ნეირომეცნიერების სამსახური დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, დასავლური გამოცდილების მქონე სპეციალისტების გუნდით, რომელსაც პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ნეიროქირურგი, ასლან გერმანიშვილი ხელმძღვანელობს.