
,,კარაპს მედლაინი’’ პაციენტებს ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებების როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ მკურნალობას სთავაზობს. დიაგნოსტიკისთვის განყოფილებაში ისეთი გამოკვლევების მეთოდები გამოიყენება როგორებიცაა:
- ულტრასონოგრაფია;
- ლაპარასკოპიული კვლევა
კლინიკაში თანამედროვე გაიდლაინებისა და პროტოკოლების მიხედვით ხორციელდება:
- სანაღვლე გზების კენჭოვანი დაავადებებისა და ნაღვლის ბუშტის პოლიპის მკურნალობა;
- ნაღვლის საერთო სადინრის კეთილ და ავთვისებიანი პათოლოგიების ლაპარასკოპიული მკურნალობა ;
- ღვიძლის პარაზიტული და არაპარაზიტული კისტების ლაპარასკოპიული მკურნალობა (პარაზიტების მოცილება ღვიძლიდან ლაპარასკოპიული მეთოდით და ღვიძლის გაკერვა);
- ღვიძლის კეთილ და ავთვისებიანი პათოლოგიების ლაპარასკოპიული მკურნალობა;
- ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია (ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა).
ღვიძლისა და სანაღვლე გზების ლაპარასკოპიული მკურნალობა ნაკლებად ტრავმული და უსისხლო მეთოდია, ამასთან, ხანმოკლეა რეაბილიტაციის პერიოდი და პაციენტი მალევე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ წესს.
სანაღვლე გზებისა და ღვიძლის ლაპარასკოპიულ მკურნალობას ,,კარაპს მედლაინში’’ მედიცინის დოქტორი, ზოგადი ქირურგი და ქირურგიის განყოფილების უფროსი ოთარ კეპულაძე ანხორციელებს.