18 მაისი, 2022

გულის ცენტრი ბავშვთა ჯანმრთელობის განახლებულ ცენტრში

გულის ცენტრი ბავშვთა ჯანმრთელობის განახლებულ ცენტრში

გულის სტრუქტურული პათოლოგიები, რითმის დარღვევები და მათი გართულებები საკმაოდ ხშირია ბავშვებში. თანდაყოლილი და შეძენილი მანკების მქონე პაციენტების გადარჩენასა და სიცოცხლის გახანგრძლივებაში მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს მათი დროული იდენტიფიცირება და პრევენცია.

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კარდიოლოგიის ცენტრში შესაძლებელია გულის ნებისმიერი პათოლოგიის გამოვლენა, საჭიროების შემთხვევაში, კონსერვატიული მკურნალობა ან ქირურგიული მკურნალობის ოპტიმალური ვადისა და ტაქტიკის დაგეგმვა. დეპარტამენტში ასევე ხორციელდება გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების თანდაყოლილი მანკების პრენატალური დიაგნოსტირება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დაბადების შემდგომ ლეტალობის რისკს. ნაყოფის ექოკარდიოგრაფიული კვლევის ჩატარების ოპტიმალური ვადა ორსულობის მე-18 - 22-ე კვირაა.

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური სივრცე პაციენტებს შემდეგ კარდიოლოგიურ მომსახურებას სთავაზობს:

  • ბავშვთა კარდიოლოგის მომსახურება;
  • 0-დან 18 წლამდე ასაკის პაციენტთა ექოკარდიოგრაფია;
  • ელექტროკარდიოგრაფია;
  • ნაყოფის გულის ექოკარდიოგრაფიული კვლევა.

გულის ცენტრი, დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და გამოცდილი კარდიოლოგების გუნდით: მერაბ მათიაშვილი,  მედიცინის დოქტორი ქეთევან მათიაშვილი, მზია კელენჯერიძე, ნაზი სიჭინავა. ცენტრის ხელმძღვანელი გახლავთ თამარ დევდარიანი.

ექიმთან ვიზიტის დასაჯავშნად, პაციენტები წინასწარ უნდა ჩაეწერონ ნომერზე 032 2-53-00-33.