03 დეკემბერი, 2019

გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი

გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი

კავკასიის მედიცინის ცენტრის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი ამიერკავკასიის რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესია და 25 დამოუკიდებელი საპალატე სივრცის მქონე საწოლზეა გათვლილი, JCI საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით დაპროექტებული, მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილი ინფრასტრუქტურითაა გამორჩეული.

თითოეული პალატა აღჭურვილია სამედიცინო პერსონალის გამოძახების ინდივიდუალური სისტემით, რომლის ამოქმედებითაც სამედიცინო პერსონალის პოსტზე ხმოვანი სიგნალი ირთვება. პაციენტის სასიცოცხლო მაჩვენებლები კი, როგორიცაა სუნთქვა, სატურაცია, არტერიული წნევა და სხვა, მონიტორზე გადაიცემა, რაც პაციენტის მონიტორინგისა და მკურნალობის პროცესის მაქსიმალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. კავკასიის მედიცინის ცენტრის მრავალპროფილურობა და მულტიდისციპლინარულ პროფესიონალთა გუნდი პოლიტრავმების დროს სხვადასხვა დარგის სპეციალისტების კოორდინირებულ და მაღალი ხარისხის მუშაობას განაპირობებს. დეპარტამენტი პროფესიონალი კადრებითაა დაკომპლექტებული და მზად არის, ნებისმიერი სირთულის პაციენტი დღე-ღამის ნებისმიერ დროს მიიღოს.

გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი ორ განყოფილებას მოიცავს: მესამე დონის ტრიაჟის ე.წ. შოკის დარბაზი კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების (ინსულტი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, პოლიტრავმა და სხვა) შეუფერხებელ მართვას უზრუნველყოფს, ობსერვაციის განყოფილება კი, რომელიც 16 საწოლს მოიცავს, პაციენტების 24-საათამდე დაყოვნებას და მეთვალყურეობას ითვალისწინებს.