
ფოთის ჰოსპიტლის ქირურგიული სამსახური აერთიანებს ზოგადად ქირურგიულსა და ტრავმატოლოგიურ განყოფილებებს და პაციენტებს როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ მომსახურებას სთავაზობს. დიაგნოსტიკისთვის ჰოსპიტალში გამოიყენება ისეთი გამოკვლევის მეთოდები, როგორიცაა:
- ულტრასონოგრაფია;
- რენტგენი;
- ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია;
- კომპიუტერული ტომოგრაფია.
ქირურგიულ სამსახურში ხორციელდება თანამედროვე გაიდლაინებისა და პროტოკოლების მიხედვით შემუშავებული გეგმიური და გადაუდებელი მკურნალობა და მოიცავს:
- თიაქრების (საზარდულის, ბარძაყის, მუცლის წინა კედლის) ოპერაციულ მართვას;
- ნაღვლის ბუშტის პათოლოგიების როგორც გეგმიურ, ისე გადაუდებელ ოპერაციულ მკურნალობას (ოპერაცია კეთდება ღია წესით);
- გეგმიურ და გადაუდებელ ოპერაციებს კუჭის, წვრილი და მსხვილი ნაწლავების პათოლოგიების დროს;
- მუცლის ღრუს ტრავმების გადაუდებელ მკურნალობას;
- ძვლების მოტეხილობების კონსერვატიულსა და ოპერაციულ მკურნალობას;
- სახსრების ენდოპროთეზირებას.
ფოთის ჰოსპიტლის ქირურგიული სამსახური დაკომპლექტებულია მულტიპროფილური ექიმებისგან შემდგარი გუნდით და უზრუნველყოფს პაციენტებისთვის საჭირო სერვისების მიწოდებას, ერთ სივრცეში. ქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელი კი ზოგადი ქირურგი და რადიოლოგი, ლაშა ესართიაა.