14 დეკემბერი, 2022

ფოთის ჰოსპიტლის მძლავრი ტრავმატოლოგიური სამსახური

ფოთის ჰოსპიტლის მძლავრი ტრავმატოლოგიური სამსახური

ფოთის ჰოსპიტლის ტრავმატოლოგიური სამსახური პაციენტებს ძვალ-სახსროვანი სისტემის გეგმიური და გადაუდებელი პათოლოგიების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას სთავაზობს. დიაგნოსტიკისთვის კლინიკაში გამოიყენება ისეთი გამოკვლევის მეთოდები, როგორიცაა:

  • ლაბორატორიული კვლევები;
  • რენტგენი;
  • ულტრასონოგრაფია;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია.

განყოფილებაში ხორციელდება შემდეგი პათოლოგიების თანამედროვე ოპერაციული მკურნალობა:

  • ძვლების მოტეხილობის დროს - როგორც შიდა (ფირფიტებითა და ჭანჭიკებით), ისე გარეგანი ფიქსაცია (ღეროვანი აპარატებით);
  • დახურული მოტეხილობების დროს - ლულოვანი ძვლების (ბარძაყი, მხარი, წვივი) ინტრამედულარული ოსტეოსინთეზი (გატეხილი ძვლის აღდგენა ინტრამედულარული ღეროების გამოყენებით) ;
  • ართროზების, ტრავმებისა და თანდაყოლილი პათოლოგიების დროს - სახსრების ენდოპროთეზირება (დაზიანებული სახსრის ხელოვნური იმპლანტით ჩანაცვლება);
  • არასწორად შეხორცებული ან შეუხორცებელი მოტეხილობის დროს - რეკონსტრუქციული ოპერაციები;
  • მყესების ღია დაზიანების დროს - მათი პირველადი გაკერვა ან პლასტიკური აღდგენა;
  • პოდრაგრის დროს - საკორექციო ოსტეოტომია (თანამედროვე მიდგომით პოდაგრის მოკვეთა და ფირფიტებით აღდგენა).

ფოთის ჰოსპიტლის ტრავმატოლოგია-ორთოპედიის სამსახური დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და გამოცდილი გუნდით, რომელსაც ტრავმატოლოგ-ორთოპედი, რაულ პაქსაძე ხელმძღვანელობს.