10 სექტემბერი, 2020

ევროპული გამოცდილების მრავალპროფილური ნეიროქირურგიული გუნდი თქვენს სამსახურში

ევროპული გამოცდილების მრავალპროფილური ნეიროქირურგიული გუნდი თქვენს სამსახურში
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი მძლავრი ჰოსპიტალია იმერეთის რეგიონში, რომელიც მოსახლეობას მრავალპროფილურ ნეიროქირურგიული სერვისს 24-საათიან რეჟიმში სთავაზობს. მოზრდილთა და ბავშვთა ნეიროქირურგიულ სამსახურში ამ მიმართულებით ექიმთა 7-კაციანი გუნდია დაკომპლექტებული, მათ შორის არიან ექიმები ვიწრო სპეციალიზაციითაც. სერვისი, რომელიც ნეიროტრავმას, ნეიროონკოლოგიას, პედიატრიულ, სპინალურ, ნეიროვასკულურ და ენდოვასკულურ ქირურგიას აერთიანებს, რეგიონის მოსახლეობისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა, სრულყოფილი მრავალპროფილური მომსახურება ერთ სივრცეში მიიღოს.

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ნეიროქირურგიულ განყოფილებას ევროპის ნეიროქირურგთა ასოციაციის წევრი, იაკობ ცერცვაძე ხელმძღვანელობს. პედიატრიული მიმართულებით ნეიროქირურგი უჩა ბობოხიძე, ხოლო მინიინვაზიური სპეციალიზაციით გიგა სულაბერიძე მუშაობს. გუნდში ასევე ერთიანდებიან დასავლური გამოცდილების მქონე ნეიროქირურგები, გიორგი ლორია და ლაშა ძოწენიძე, რომლებიც, პარალელურ რეჟიმში, საკუთარ ცოდნას ორ ახალგაზრდა რეზიდენტსაც უზიარებენ.

ჰოსპიტალი აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური ნეიროქირურგიული და ნეიროკათეტერული ლაბორატორიის საოპერაციო ბლოკით, ამბულატორიული აპარატურით, მათ შორის 64-შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფით, 1.5 და 3 ტესლა სიმძლავრის მაგნიტურ-რეზონანსული აპარატით, ინტრაოპერაციული რენტგენოსკოპით და სხვა. ასევე, კლინიკაში ფუნქციონირებს სპეციალიზებული ნეირორეანიმაციული განყოფილება, რომელიც 12 საწოლზეა გაშლილი.

პაციენტების წარმატებულ გამოსავალს მაღალკვალიფიციური გუნდი განაპირობებს. 2015 წლიდან დღემდე კლინიკაში თავის ტვინის გამსკდარი ანევრიზმის 350-ზე მეტი ქირურგიული მკურნალობა ჩატარდა. ასევე, ხორციელდება თავისა და ზურგის ტვინის, ქალა-ფუძის და კრანიო-ორბიტალური სიმსივნეების ქირურგია, ხერხემლის სვეტის დეგენერაციული დაავადებების, ტკივილის სინდრომებისა და სამწვერა ნევრალგიის ქირურგიული მკურნალობა და სხვა. ნევროლოგიურ სამსახურთან თანამშრომლობით კი წარმატებით ხორციელდება თრომბოექსტრაქციაც (ინსულტის ქირურგიული მკურნალობა).