19 ოქტომბერი, 2022

ენდოკრინული დაავადებები პატარებში - სრულყოფილი გამოკვლევა და მკურნალობა ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში

ენდოკრინული დაავადებები პატარებში - სრულყოფილი გამოკვლევა და მკურნალობა ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში

ენდოკრინული პათოლოგიები ბავშვებში ხშირია. შესაბამისად, დროულ დიაგნოსტირება-მკურნალობას ზრდა-განვითარების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ამ მიზნით ფუნქციონირებს ბავშვთა ენდოკრინოლოგიის მიმართულება ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში, რომელიც პატარებსა და მოზარდებს სრულყოფილ გამოკვლევებსა და მკურნალობის სწორი ტაქტიკის განსაზღვრას სთავაზობს. პრევენციული, სადიაგნოსტიკო თუ სამკურნალო პროცესი მსოფლიოს უახლეს სტანდარტებზე დაყრდნობით მიმდინარეობს. ჰოსპიტალში ყველა სახის გამოკვლევის ჩატარებაა შესაძლებელი.

ხელმისაწვდომია როგორც ულტრაბგერითი და ლაბორატორიული კვლევები, ასევე - მაღალტექნოლოგიური გამოკვლევა, მათ შორის:

  • ექოსკოპიური კვლევა/ულტრასონოგრაფია;
  • რენტგენოგრაფია;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია;

ამ მიმართულებით ხორციელდება ისეთი ენდოკრინული დაავადებების მკურნალობა, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი (ტიპი 1, ტიპი 2), ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, სქესობრივი განვითარების დარღვევები, სიმსუქნე და მეტაბოლური დაავადებები, თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიები და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით გახშირდა შაქრიანი დიაბეტის პირველი ტიპი 5 წლამდე ასაკის ბავშვებში. ბავშვთა ენდოკრინოლოგიის მიმართულებით ციციშვილის კლინიკაში პაციენტებს მაღალკვალიფიციური და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდი ემსახურება. მათ შორის არიან ევექსის ბავშვთა ენდოკრინოლოგიის სარეზიდენტო პროგრამის უფროსი, მედიცინის დოქტორი ნინო აბდუშელაშვილი და ბავშვთა ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ირაკლი ფაღავა.